ნიუ-იორკის საკმაოდ გავლენიანი იურიდიული ფირმის Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ის პარტნიორი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის წინააღმდეგ პროცესის ვარსკვლავი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ვიდეოს გამო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ის კომპანიიდან უკვე დაითხოვეს, ჯერჯერობით დროებით, ხოლო კონკურენტ ფირმაში უფრო დიდ ანაზღაურებაზე გადასვლა, სულაც ჩაეშალა.
45 წლის ნათანიელ კალერტონი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში გამვლელმა გადაიღო. Financial Times-ის ცნობით, რომელიც საქმესთან დაკავშირებულ წყაროებს ეყრდნობა, ადვოკატი სამსახურიდან გათავისუფლდა შიდა გამოძიების დაწყებამდე.


კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ კოცნიდა კალერტონი თავის 29 წლის კოლეგას, კელსი ბორენცვაიგს, იმავე დეპარტამენტის ადვოკატს. მომენტი გადაიღო ბლოგერმა, რომელიც ჯეი გუაპოს სახელით სარგებლობს და ვიდეო მყისიერად ვირუსულად გავრცელდა: მხოლოდ TikTok-ზე მას უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

წყვილი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სკამზე შენიშნა ბლოგერმა, კამერით მიუახლოვდა და უთხრა: „დაჯავშნეთ ოთახი, აქ ბავშვები არიან“. თითქოს არაფერი, მაგრამ ნათანიელი დაქორწინებულია. ასე რომ, ვიდეომ მისი არამხოლოდ კარიერა დააყენვ ეჭვქვეშ, არამედ მისი ოჯახიც.
მრავალი ცნობით, კალერტონი დაქორწინებულია სხვა ადვოკატზე და საჯარო ჩანაწერები მიუთითებს, რომ წყვილმა 2016 წელს დაქორწინების შემდეგ ერთად შეიძინა 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა ნიუ იორკში.


როგორც ამბობენ, ბორენცვაიგი მანამდე ასევე ურთიერთობაში იყო სასამართლო კლერკთან, თუმცა ცნობების თანახმად, ეს ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ჯერ არც ერთ ადვოკატს არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი ვირუსულ ვიდეოზე ან მის გარშემო არსებულ სპეკულაციებზე.
ვიდეომ ონლაინ რეჟიმში ცხარე დებატები გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ საჯაროდ გამოაშკარავება გამართლებული იყო, თუ წყვილს რომანი ჰქონდა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ უცნობების ფარულად გადაღების და მათი თანხმობის გარეშე გამოქვეყნების ტენდენცია ზღვარს გადაცდა.
ღალატის ამ სკანდალმა ყველას გაახსენა ცნობილი ინციდენტი, როცა "ქოლდპლეის" კონცერტზე კამერამ შემთხვევით დააფიქსირა მილიონერი საყვარელთან ერთად.