პატარა ბავშვების მშობლებს იმდენი საზრუნავი აქვთ, ყველაზე ძვირფასი მომენტებით დასატკბობად დრო არ ჰქოფნით. ფსიქლოგები თვილიან, რომ სინანული მშობლის მუდამ თანმდევი თვისებაა. დრო შეუმჩნევლად გადის. ბავშვები იზრდებიან, სკოლას ამთავრებენ, საკუთარ ცხოვრებას იწყებენ და სწორედ მაშინ ბევრი იწყებს ფიქრს იმაზე, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო სხვანაირად.
მშობლების ისტორიები, ემოციური პოსტები და კომენტარები სოციალურ ქსელებში ხშირად ერთსა და იმავე დარდებს და საფიქრალს უტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოჯახი განსხვავებულია, არის რამდენიმე რამ, რასაც წლების შემდეგ ძალიან ბევრი დედა და მამა ერთნაირად ნანობს.
როცა ბავშვები პატარები არიან, მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ უძილო ღამეები, სათამაშოების უწყვეტი ალაგება და ათასჯერ ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა არასოდეს დასრულდება. მაგრამ წლები შეუმჩნევლად გადის. ერთ დღეს კი ხვდებიან, რომ ბავშვი უკვე გაიზარდა და ის პატარა მომენტები, რომლებიც მაშინ მოსაბეზრებელი ჩანდა, ყველაზე ძვირფას მოგონებად იქცა.
ქართველი მშობლებისგან ყველაზე ხშირად სწორედ ამას მოისმენთ. ბევრი ამბობს, რომ ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრს მუშაობდა, თუმცა ახლა ხვდება, რომ ბავშვთან ერთად გატარებული დრო უფრო მნიშვნელოვანი იყო. ბავშვებს ხშირად არც ძვირად ღირებული საჩუქრები ახსოვთ და არც ბრენდული ნივთები — მათ უფრო ის მომენტები რჩებათ მეხსიერებაში, როცა მშობელი მათ გვერდით იყო.
გაკვეთილები, არეულობა, სიზარმაცე... ყოველდღიური შენიშვნები ზოგჯერ იმდენად ბევრია, რომ თბილი სიტყვები უკანა პლანზე გადადის. მოგვიანებით კი ბევრი მშობელი ამბობს, ნეტავ უფრო ხშირად შემექო და ყველაფერზე არ მეჩხუბაო.
„მერე წავიყვან პარკში“, „მერე ვითამაშებთ“, „ამ შაბათს ვერ მოვახერხე, შემდეგ კვირას აუცილებლად...“ — ეს „მერე“ ზოგჯერ ძალიან სწრაფად გადის. ბავშვობა კი არ მუდმივი არაა. სწორედ ამიტომ ბევრი მშობელი მოგვიანებით ნანობს გადადებულ გასეირნებებს, საუბრებსა და ერთად გატარებულ საღამოებს.
გაფუჭებული ტანსაცმელი, ოთახში არეულობა, ცუდად დაწერილი დავალება... წლების შემდეგ ეს ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. ბევრ მშობელს კი სწორედ ის უკვირს, რამდენ ენერგიას ხარჯავდა იმაზე, რაც დღეს საერთოდ აღარ ახსოვს.
ბავშვებს სრულყოფილი მშობლები არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოუსმენს, ჩაეხუტება, გაუღიმებს და აგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვანი არიან.
ბავშვობა ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ ზოგჯერ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ის არის, რამდენიმე წუთით ყველა საქმე გადადოთ, ტელეფონი გვერდზე დადოთ და თქვენს შვილთან ერთად უბრალოდ იყოთ. სწორედ ეს წუთები რჩება ყველაზე დიდ მოგონებად — როგორც ბავშვს, ისე მშობელს.