“ინსტაგრამსა“ და “ტიკ-ტოკზე“ უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.
როგორც “პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მუხლით დაიწყებს ძალოვანი უწყება ფაქტის გამოძიება.
“პირველებს“ რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მათი არასრულწლოვანი შვილები, უკვე რამდენიმე კვირაა, ტერორის მსხვერპლნი არიან, ყალბი ექაუნთით, უცნობი ადამიანი სხვადასხვა შინაარსის პოსტს დებს და თანხას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 3 ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
“4 დღეა, ამ ქაოსში ვართ, ბავშვები ისეთი დასტრესილები არიან, დაკეტეს ყველაფერი, გააუქმეს, სახლიდან აღარ უშვებენ მშობლები. ყოველ საღამო ველოდებით, რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი და უსაზიზღრესი რაღაცები დაწეროს. ფოტოები რომ აღარ გამოაქვეყნოს, ითხოვს 10 ათასს, რესტორან კარიბჭესთან დადეთ, 100 ლარიანი კუპიურებითო. 112-ში დავრეკე ჯერ, რადგან მანამდე 3 მშობელი იყო მისული და განცხადება არ დააწერინეს, ჩვენო ინსტაგრამზე წვდომა არ გვაქვსო, დარწმუნებულია, რომ პოლიცია ვერ შეეხება,“ - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, მუქარების გამო ბავშვები ისეთ სტრესში არიან სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდათ. განაგრძეთ კითხვა