სახელმწიფო ხანდაზმულ მოქალაქეებს საცხოვრებლით, კვებით, მოვლითა და სხვა აუცილებელი მომსახურებებით როგორც პანსიონატებში, ისე სათემო ორგანიზაციებში უზრუნველყოფს. ეს სერვისები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ბენეფიციარებისთვის უფასოა.
რამდენი სახელმწიფო პანსიონატი ფუნქციონირებს საქართველოში, სად მდებარეობს ისინი, არის თუ არა ამჟამად თავისუფალი ადგილები, ვის შეუძლია განთავსების მოთხოვნით მიმართვა, რა დოკუმენტებია საჭირო და რა შემთხვევებში შეიძლება მოქალაქეს უარი ეთქვას მომსახურებაზე - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გვიპასუხა:
- ამჟამად, ზრუნვის სააგენტოს ადმინისტრირების ქვეშ ფუნქციონირებს ხანდაზმულ პირთა 3 პანსიონატი. გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი
„სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს ხანდაზმულთა 20 სათემო ორგანიზაცია, რომლებიც ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ საცხოვრებლითა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი სოციალური მომსახურებებით. აღნიშნული მომსახურებები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.
შენიშვნა: 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 150 000-ს, ასევე მინდობით აღზრდის მომსახურებიდან განთავსებულ, სააღმზრდელო დაწესებულებიდან განთავსებულ, ზრუნვის სააგენტოს ფილიალებიდან გადმოყვანილ, ასევე, გადაუდებელი წესით ჩარიცხულ მოსარგებლეებს, კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება ბენეფიციარის სააგენტოს ფილიალში განთავსების შემთხვევაშიც.
ამჟამად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ადმინისტრირების ქვეშ არსებული პანსიონატები მდებარეობს თბილისში, ქუთაისსა და წილკანში. მათი ტევადობა შემდეგნაირია:
ამასთან, ზრუნვის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი „სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხანდაზმულთა სათემო მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 20 ორგანიზაცია ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაციები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად არის განაწილებული:
სათემო ორგანიზაციების ტევადობა/ლიმიტი, რეგიონისა და მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, მერყეობს 10-დან 24 ბენეფიციარამდე.
პანსიონატებში განთავსებულ ბენეფიციართა რაოდენობა დინამიკური მაჩვენებელია და ცვლილებას განიცდის ბენეფიციართა მიღების, გასვლისა და სხვა ადმინისტრაციული პროცესების შესაბამისად. შესაბამისად, ხანდაზმულთა კონკრეტული რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მოთხოვნის განხილვის მომენტისთვის დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით:
2026 წლის ივნისის მდგომარეობით, მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციებში ბენეფიციართა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
სააგენტოს ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, სამივე პანსიონატში და ყველა სათემო ორგანიზაციაში ხელმისაწვდომია თავისუფალი ადგილები. თავისუფალი ადგილის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წარმოებს მომლოდინეთა სია. სიაში მყოფ პირთა რაოდენობა მუდმივად ცვალებადია.
ხანდაზმულთა მიღება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სახელმწიფო პროგრამის პირობების შესაბამისად. განთავსების საკითხის განხილვისას ფასდება პირის სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თვითმოვლის უნარი, ოჯახის ან მზრუნველის არსებობა, საცხოვრებელი პირობები და სტაციონარული მომსახურების საჭიროება. სერვისის მისაღებად შესაძლოა მიმართოს:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
თუ პირი ქმედუნარიანია და შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა, მომსახურების მიღება ეფუძნება მის ნებაყოფლობით თანხმობას. შესაბამისად, ოჯახის წევრის სურვილი ვერ ჩაანაცვლებს თავად პირის ნებას, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა სამართლებრივი საფუძველი.
განთავსებისთვის, როგორც წესი, საჭიროა:
განაცხადის განხილვის ვადა დამოკიდებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებაზე, სოციალური შეფასების ჩატარების საჭიროებაზე, სამედიცინო ინფორმაციის მოპოვებასა და თავისუფალი ადგილის არსებობაზე. ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადებში.
განთავსებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს:
თითოეული გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე.
ბენეფიციარებს მიეწოდებათ კომპლექსური მომსახურება, რომელიც მოიცავს:
მოქმედი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სერვისით მოსარგებლე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულება ხელს უწყობს ბენეფიციართა ჩართვას პირველად სამედიცინო, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებში. გარდა ამისა, დაწესებულება ვალდებულია:
საცხოვრებელი გარემო და კვება:
საცხოვრებელ ოთახებში განთავსებულია არაუმეტეს სამი ბენეფიციარი, რომელთაგან თითოეული უზრუნველყოფილია ინდივიდუალური საწოლითა და ტუმბოთი, ხოლო ყოველ სამ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია არანაკლებ ერთი კარადა. ამასთან, ბენეფიციარები, მათი სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (მათ შორის, სპეციალისტის მიერ დანიშნული დიეტის შესაბამისად), უზრუნველყოფილნი არიან მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით, ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საკვების მიღების პროცესში შესაბამისი მხარდაჭერა ეწევათ.
აქტივობები და განვითარება:
ფიზიკური გარემო ორგანიზებულია ბენეფიციართა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსებით, მათ შორის წიგნებით, ინტელექტუალური თამაშებით, სპორტული ინვენტარითა და სხვა აქტივობებისთვის საჭირო საშუალებებით. ბენეფიციარებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკური საშუალებები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათი დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფილია უნარ- ჩვევების განვითარების, პროფესიული მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
თამარ იაკობაშვილი