2026 წლის აგვისტო თითოეული ადამიანის ჩვეულ ცხოვრებას შეცვლის: თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მშობლები

2026 წლის აგვისტო თითოეული ადამიანის ჩვეულ ცხოვრებას შეცვლის - თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2026-08-03 13:11:16+04:00

2026 წლის აგვისტო მნიშვნელოვანი ცვლილებების თვე გახდება. ამ პერიოდში ერთდროულად ორი დაბნელება მოხდება. იუპიტერი კი ლომის ნიშანში განაგრძობს მოძრაობას და ახალ შესაძლებლობებს გახსნის:

2026 წლის აგვისტო წლის მეორე ნახევრის მოვლენებს მიმართულებას მისცემს. ასტროლოგების თქმით, უახლოეს კვირებში ორი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა გამოიკვეთება: იუპიტერის გადასვლა ლომის ნიშანში და აგვისტოს დაბნელებების დერეფანი.

იუპიტერი ლომის ზოდიაქოში 30 ივნისს გადავიდა. ის ამ ნიშანში 2027 წლის ივლისამდე დარჩება. ასტროლოგიაში ამ პლანეტას შესაძლებლობების გაფართოებას, ზრდას, იღბალს, მოგზაურობას, სწავლას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ახალ ნაცნობობას უკავშირებენ. ამიტომ, ეს პერიოდი ადამიანებს განვითარების მოულოდნელ შანსებს მოუტანს. ის მათ ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსვლას აიძულებს. აღნიშნული პოზიცია განსაკუთრებით ხელსაყრელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის - ვერძებისთვის, ლომებისა და მშვილდოსნებისთვის იქნება.

აგვისტოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ორი დაბნელებაა. 12 აგვისტოს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ლომის ნიშანში მოხდება. 28 აგვისტოს კი სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება თევზების ნიშანშია მოსალოდნელი. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს მოვლენები გახდება ცვლილებებისთვის გარდამტეხი წერტილი. ამ დროს ჩვეული გარემოებები სწრაფად შეიცვლება.

თვის პირველი დღეები, 1-დან 5 აგვისტომდე, შედარებით მშვიდი და პოზიტიური იქნება. ამის შემდეგ უფრო ტურბულენტური პერიოდი დაიწყება. განსაკუთრებული ყურადღება 12 და 28 აგვისტოს ახლომდებარე თარიღებს უნდა დაეთმოს. ასტროლოგიურ ტრადიციაში დაბნელების დღეები ისეთ დროდ ითვლება, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს.

დაბნელებების დერეფანს მოულოდნელი ცვლილებები და ახალი გარემოებები დაემატება. ასტროლოგები ამ პერიოდში დეტალებზე, შემთხვევით შეხვედრებზე, საუბრებსა და დამთხვევებზე დაკვირვებას გვირჩევენ. სწორედ ეს მოვლენები გამოდგება მნიშვნელოვან მინიშნებად.

ვერძი

ვერძებისა და ასცენდენტით ვერძებისთვის იუპიტერი მეხუთე სახლში აღმოჩნდება. ეს სახლი სიყვარულს, რომანტიკას, შვილებს, შემოქმედებას, გართობასა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას უკავშირდება. აგვისტო და წლის მეორე ნახევარი ახალი ნაცნობობის, პაემნების, უჩვეულო ჰობისა და გატაცებების პერიოდი გახდება.

ყურადღების ცენტრში შვილებიც მოექცევიან. ვერძები მათ საქმეებს მეტ დროს დაუთმობენ. ოჯახის უმცროსი წევრების მიღწევები მათ გაახარებთ. მოსალოდნელია მოგზაურობები და შემოქმედებითი პროექტები, ოჯახში მატება და სასიამოვნო სიახლეები.

მეორე დაბნელება მე-12 სახლს შეეხება. ეს მოვლენა ფსიქოლოგიის, რელიგიის, ეზოთერიკისა და უცხო ენებისადმი ინტერესს გააძლიერებს. მოსალოდნელია საზღვარგარეთ გამგზავრება, უცხოელების გაცნობა ან პროფესიული ცვლილებები.

კურო

კუროებისთვის იუპიტერი მეოთხე სახლს - უძრავი ქონების, ოჯახის, მშობლებისა და სახლის სფეროს გააქტიურებს. ამიტომ პერიოდის მთავარი თემები გადასვლა, რემონტი, ბინის ყიდვა-გაყიდვა, საცხოვრებელი პირობების შეცვლა ან ოჯახური მოვლენები გახდება.

წლის მეორე ნახევარი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნათესავებთან ურთიერთობასა და საკუთარ ოჯახურ სივრცეზე შეხედულებებს შეაცვლევინებს.

მეორე დაბნელება თანამოაზრეების მე-11 სახლს უკავშირდება. კუროები ახალ კოლექტივში ან საზოგადოებაში მოხვდებიან. ისინი საზოგადოებრივ საქმიანობას დაიწყებენ. მათ ინტერესების გაზიარება სხვა ადამიანებთან ხშირად მოუწევთ. ბლოგერებისთვის გამომწერების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, კუროებს ღონისძიებებზე მიწვევები და მეგობრებთან აქტიური შეხვედრები ელოდებათ.

ტყუპები

ტყუპებისთვის იუპიტერი და პირველი დაბნელება მესამე სახლს გაააქტიურებს. ეს კომუნიკაციის, სწავლის, ახალი ნაცნობობისა და კონტაქტების გაფართოების დროა. მათ ახალი პროფესიის დაუფლების ან დამატებითი ცოდნის მიღების სურვილი გაუჩნდებათ.

ტყუპების ცხოვრებაში მიმოწერები, შეხვედრები, ქალაქში გადაადგილება და საბუთებთან დაკავშირებული საქმეები იმატებს. ამავდროულად, მეორე დაბნელება მეათე სახლს - კარიერისა და სტატუსის სფეროს შეეხება.

ასტროლოგები პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრობენ. ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, თანამდებობის ან სამუშაოს შეცვლა, ახალი მიმართულების გამოჩენა ან რეპუტაციის განმტკიცება. ქალი-ტყუპებისთვის სტატუსის შეცვლა ქორწინებას, განქორწინებას, დეკრეტს, მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებას ან საკუთარი ბიზნესის გახსნას უკავშირდება.

zodiako-1-1785748816.jpg

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის იუპიტერი ივნისის ბოლოდან ფინანსების მეორე სახლში იმყოფება. აგვისტო ფინანსური თემის გააქტიურებას განაგრძობს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მატერიალური საკითხების ცვლილება, შემოსავლის ახალი წყარო ან მოგების გაზრდის დამატებითი შესაძლებლობები ელოდებათ.

ფინანსურ სფეროსთან ერთად თვითშეფასებაც გაიზრდება. საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა მოიმატებს. მეორე დაბნელება მეცხრე სახლს ემთხვევა. ეს მოვლენა საზღვარგარეთ მოგზაურობას, სწავლას, დიპლომის მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას უკავშირდება. ასევე, მოსალოდნელია იურიდიული საკითხების გააქტიურება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

ლომი

ლომებისთვის აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეული პერიოდი გახდება. იუპიტერი და პირველი დაბნელება პირველ სახლში - პიროვნების, გარეგნობის, თვითშეგრძნებისა და იმიჯის სფეროს უკავშირდება. ასტროლოგების პროგნოზით, ლომებს სერიოზული შინაგანი და გარეგანი გარდაქმნა ელოდებათ. ისინი სტილს, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებასა და ცხოვრების წესს შეცვლიან, სამომავლო მიზნების გააზრებას დაიწყებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყურადღების ცენტრში მოექცევიან და საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას მიიღებენ.

მეორე დაბნელება ტრანსფორმაციისა და საერთო ფინანსების მერვე სახლს გაააქტიურებს. მოსალოდნელია ცვლილებები შემოსავლებში, მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებები, კრედიტი ან იპოთეკა. პარალელურად, საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობაც გექნებათ.

ქალწული

ქალწულებისთვის იუპიტერი და პირველი დაბნელება მე-12 სახლს უკავშირდება. წინა პლანზე საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, უცხოელ კლიენტებთან მუშაობა და უცხოელთან რომანტიკული ურთიერთობაც კი წამოიწევს.

ამასთან, მე-12 სახლი მარტოობას, სულიერ გადაფასებას, შემოქმედებას, საიდუმლოებებსა და კონფიდენციალურ ინფორმაციას უკავშირდება. ამიტომ, ქალწულებს ჩვეული ორომტრიალისგან დროებით ჩამოშორება მოუნდებათ.

მეორე დაბნელება პარტნიორობის მეშვიდე სახლს უკავშირდება. მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობები, კლიენტები, თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი შეთანხმებები. ეს ასევე პოპულარობისა და საზოგადოებაში გამოჩენის სახლია.

სასწორი

სასწორების შემთხვევაში, იუპიტერი მე-11 სახლზე გააკეთებინებს აქცენტს. წლის განმავლობაში ამ ნიშნის წარმომადგენელთა გარშემო ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, საზოგადოებასა თუ კოლექტივში გაწევრიანება და თანამოაზრეების გამოჩენა.

სასწორები საზოგადოებრივ ან მოხალისეობრივ საქმიანობას დაიწყებენ. მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებს ავითარებს, აუდიტორიისა და გამომწერების ზრდაა მოსალოდნელი.

მეორე დაბნელება მეექვსე სახლს - სამუშაოსა და ყოველდღიურ მოვალეობებს შეეხება. მოსალოდნელია სამუშაო ადგილის შეცვლა, ახალი პროექტები, თანამშრომელთა წრის ცვლილება, დაქვემდებარებულების დაქირავება ან დათხოვნა. ასტროლოგები სპორტისთვის, კვებისა და ჯანსაღი ჩვევებისთვის მეტი ყურადღების დათმობას ურჩევენ.

zodiako-2-1785748863.jpg

მორიელი

მორიელებისთვის წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მთავარი თემა კარიერა გახდება. იუპიტერი და დაბნელება მეათე სახლს გაააქტიურებს. ეს სახლი პროფესიულ მიღწევებს, რეპუტაციასა და საზოგადოებრივ სტატუსს უკავშირდება.

ასტროლოგიური პროგნოზით, მორიელებს სერიოზული კარიერული ნახტომი ან სტატუსის შეცვლა ელოდებათ. ამ პერიოდში გარშემომყოფები მათ პროფესიულ წარმატებებს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასებენ.

მეორე დაბნელება მეხუთე სახლში აღმოჩნდება. ეს სახლი შვილებს, შემოქმედებას, რომანტიკულ ურთიერთობებსა და სიამოვნებას უკავშირდება. მორიელები შვილებს მეტ დროს დაუთმობენ და მათ წარმატებებს გაიზიარებენ. ასევე, იზრდება ახალი სიმპათიების, რომანებისა და შემოქმედებითი პროექტების ალბათობა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის იუპიტერი და ერთ-ერთი დაბნელება მეცხრე სახლს უკავშირდება. მეორე დაბნელება კი მეოთხე სახლს შეეხება. ორივე მიმართულება საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ დიდ ცვლილებებზე მიუთითებს.

მოსალოდნელია ახალ სახლში გადასვლა, რემონტი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ასევე, გააქტიურდება ოჯახის, მშობლებისა და საგვარეულოს თემა. ქალი-მშვილდოსნებისთვის ასტროლოგები ოჯახის შევსების ალბათობაზე საუბრობენ.

მეცხრე სახლი განათლებას, მოგზაურობას, სულიერ განვითარებასა და საზღვარგარეთს უკავშირდება. მშვილდოსნები სხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, სწავლას დაიწყებენ, მნიშვნელოვან დოკუმენტს, დიპლომს ან ვიზას მიიღებენ. იურიდიული საკითხები და სასამართლო განხილვებიც მოსალოდნელია.

თხის რქა

თხის რქებს სერიოზული ფინანსური და პირადი ტრანსფორმაციის პერიოდი ელოდებათ. იუპიტერი მერვე სახლში იმყოფება. ეს სახლი მატერიალურ საკითხებს, კრედიტებს, იპოთეკას, დაზღვევასა და მსხვილ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება.

ასტროლოგები ფინანსებთან, დაზღვევასა და სხვა ვალდებულებებთან დაკავშირებული საბუთების წინასწარ მოწესრიგებას გვირჩევენ. მოსალოდნელია მსხვილი შენაძენები, კრედიტის ან იპოთეკის გაფორმება.

ამავდროულად თხის რქების თვითშეგრძნებაც შეიცვლება. ეს შინაგანი გარდაქმნისა და ძველი ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პერიოდი გახდება. მეორე დაბნელება მესამე სახლში გარემოცვასა და ნათესავებთან ურთიერთობებში ცვლილებებს მოიტანს. ასევე, მოსალოდნელია სწავლასთან, მოკლე მოგზაურობებთან და საბუთებთან დაკავშირებული საქმეების გააქტიურება.

მერწყული

მერწყულებისთვის იუპიტერი პარტნიორობის მეშვიდე სახლს გაააქტიურებს. დაბნელებაც ამ სფეროს შეეხება. წლის მეორე ნახევარი პირადი და საქმიანი ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. მერწყულების ცხოვრებაში გავლენიანი ან უზრუნველყოფილი პარტნიორი, ახალი უფროსი ან დამსაქმებელი გამოჩნდება. მოსალოდნელია არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, არამედ რომანტიკული ნაცნობობაც.

განსაკუთრებით საინტერესო ისეთი კავშირი გახდება, რომელიც სასიამოვნო თავგადასავლებსა და ფინანსურ სარგებელს ერთდროულად მოიტანს. ეს საერთო ბიზნესის შექმნასაც შეუწყობს ხელს. მეორე დაბნელება ფინანსების მეორე სახლს უკავშირდება. ამიტომ შემოსავლების სფეროც შეიცვლება. მერწყულებს თვითშეფასება გაეზრდებათ და ფინანსური სტაბილურობის განცდა გაუჩნდებათ.

თევზები

თევზებისთვის იუპიტერი ერთი წლით სამუშაოსა და ჯანმრთელობის მეექვსე სახლში გადადის. ამავდროულად დაბნელებები პირველ და მეექვსე სახლებს გაააქტიურებს. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა ყურადღება საკუთარ მდგომარეობაზე, გარეგნობასა და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე იქნება კონცენტრირებული.

ასტროლოგების თქმით, თევზები ჯანსაღ ჩვევებს უნდა მიუბრუნდნენ. მათ კვება უნდა გადასინჯონ და ფიზიკურ ფორმას მეტი ყურადღება დაუთმონ. ცვლილებები არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ თვითშეგრძნებას, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებასა და მთლიანად ცხოვრების წესს შეეხება.

პროფესიულ სფეროშიც მოსალოდნელია ცვლილებები: ახალი მიმართულებების გამოჩენა, მოვალეობების შეცვლა ან სამუშაოს გამოცვლა. მეექვსე სახლი შინაურ ცხოველებსაც უკავშირდება. ამიტომ თევზები საკუთარი ოთხფეხა მეგობრების მდგომარეობას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.

როდის უყვარდებათ ნამდვილად და ძლიერად ვერძს, ლომს, კუროს და ზოდიაქოს სხვა ნიშნებს? - ასტროლოგებმა ნიშნების სიყვარულის ასაკი დაასახელეს
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნახეთ, რამდენად ემთხვევა ეს სია თქვენს სამეგობროს
საუკეთესო დედამთილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ასტროლოგები ასახელებენ
ყველაზე ცუდი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ეს ადამიანები ჰარმონიული ურთიერთობის აწყობას უიშვიათესად ახერხებენ
ვინ არის საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ასტროლოგები ასახელებენ