ჩვენი ცნობილი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა" ბრუნდება ახალი გმირითა და ახალი მიზნით - მშობლები

ჩვენი ცნობილი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა" ბრუნდება ახალი გმირითა და ახალი მიზნით

2026-08-03 13:23:05+04:00

ერთი გოგონას, ერთი ქვეყნისა და ერთი ომის ამბავი - გოგონა, რომელმაც ომი და სიკვდილი სიცოცხლით დაამარცხა.

2008 წლის 7 აგვისტოს, გვიან საღამოს, გორის სამშობიარო სახლში დაიბადა ქეთო დოიჯაშვილი, რამდენიმე საათით ადრე, სანამ მისი მშობლიური სოფელი, ერგნეთი, ომის პირველი დღეების მსხვერპლი გახდებოდა. ორი დღის შემდეგ რუსულმა ავიაციამ სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაც დაბომბა, მაგრამ დედა და ქეთო გადარჩნენ. ასე, იწყება ომზე სიცოცხლის გამარჯვების ამბავი.

დღეს, საკუთარ სოფელში, ქეთო უკვე თავად არის ახალგაზრდობის ხმა: მონაწილეობს სამოქალაქო ინიციატივებში, საუბრობს მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე.

კამპანიის მთავარი წიგნი თამრი ფხაკაძის რომანია „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ერთი კაცის, ერთი ბოსტნის, ერთი მიწისა და ერთი სამშობლოს ამბავი, მშვიდობიანი სოფლიდან, რომელსაც მტრისგან დაცვა დასჭირდა. მთავარი პერსონაჟის მსგავსად ქეთოს ფესვებიც ისე ღრმად არის გადგმული ამ მიწაში, რომ მანდ თავის დაბადებითა და სიცოცხლით გაიმარჯვა რუსულ ოკუპაციაზე.

წელს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გმირი 18 წლის გახდება და მალე ცხოვრების ახალ, სტუდენტურ ეტაპს დაიწყებს. ამ მნიშვნელოვან გზაზე კი გამომცემლობა პალიტრა L, ჩვენს მკითხველთან ერთად იქნება მისი მხარდამჭერები და მეგზურები.

შეთავაზების პირობები:

  • შეიძინე წიგნი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" იმ ფასად, რაც შენთვის სამართლიანად მიგაჩნია.
  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქეთოს სტუდენტობის მხარდაჭერას.
  • 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება იმავე ფონდში.
  • ერთ მომხმარებელზე გაიცემა ერთი ეგზემპლარი.

შეთავაზებით ისარგებლე „ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

R