აზერბაიჯანულ მედიაში ილჰამ ალიევის ყოფილი მძახალის, ცნობილი ბიზნესმენის არაზ აგალაროვის ცოლ-შვილის ფოტო გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ამბის გასაჯაროებამდე და ოფიციალურად დაქორწინებამდე, წყვილი უკანონოდ იყო ერთად თითქმის ათი წელი და ამ დროს გაჩნდნენ მათი საერთო შვილები.

70 წლის ბიზნესმენის ახალი ცოლის შესახებ ამ გაზაფხულზე გაჩნდა ცნობები. მერე კი უფროსმა ვაჟმა, ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ, ბიზნესმენმა და მომღერალმა ემინ აგალაროვმა, ინტერვიუშიც დაადასტურა. მალევე, მედიამ შეიტყო, რომ ალენა ივანოვამ ოფიციალურად შეიცვალა გვარი და აგალაროვი გახდა.


ბოლოს წყვილი ემინის ღონისძიებაზე გამოჩნდა ერთად. ამ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მისი პირველი ცოლი, ირინა, რომელზეც ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაქორწინებული. როგორც ჩანს, განქორწინების მიუხედავად, მათ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. ირინა ფესტივალზე შვილთან და ყოფილ ქმართან ერთად პოზირებდა.

