7 სათავგადასავლო და რომანტიკული წიგნი 13-19 წლის მოზარდებისთვის - მშობლები

7 სათავგადასავლო და რომანტიკული წიგნი 13-19 წლის მოზარდებისთვის

2026-08-04 12:50:41+04:00
13-19 წლის ასაკში კითხვა განსაკუთრებული თავგადასავალია - ეს ის პერიოდია, როდესაც წიგნის პერსონაჟებთან ერთად პირველ სიყვარულს, ოჯახურ ურთიერთობებს, მეგობრობასა და საკუთარი თავის ძიების რთულ, მაგრამ საინტერესო გზას გავდივართ. ზაფხულის არდადეგები კი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ დროებით მოვწყდეთ ყოველდღიურობას, ეკრანებსა და სოციალურ ქსელებს და ვიმოგზაუროთ ემოციებით, საიდუმლოებებითა და გრძნობებით სავსე ლიტერატურულ სამყაროში.

თუ გსურთ, ამ ზაფხულს თქვენი ოჯახის მოზარდების საკითხავი სია მართლაც შთამბეჭდავი წიგნებით შეავსოთ, გთავაზობთ სათავგადასავლო და რომანტიკული წიგნების გამორჩეულ ჩამონათვალს:

სარადესენი-„ზაფხულიზღვაზე“

book-7-1785832146.png

ნამდვილი საზაფხულო რომანი, რომელიც პირველივე გვერდებიდან ზღვის ნიავითა და მზის სითბოთი გავსებთ. ეს არის ამბავი ახალგაზრდულ სიყვარულზე, ოჯახურ საიდუმლოებებსა და იმ გარდამტეხ მომენტებზე, რომლებიც მოზარდობის ასაკში ჩვენს მომავალს აყალიბებენ. წიგნი იდეალურია მათთვის, ვისაც სიმყუდროვითა და თბილი ემოციებით სავსე ისტორიები ხიბლავს.

კოლინჰუვერი-„ყველაფერიმთავრდებაჩვენით“

book-3-1785832174.png

თანამედროვე ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი რომანი. ისტორია გვიყვება ლის შესახებ, რომელიც რთული არჩევანისა და ემოციური დილემის წინაშე დგება. ეს არის შთამბეჭდავი და სიღრმისეული წიგნი სიყვარულზე, ტკივილზე, საკუთარი ღირსების გადარჩენასა და იმ ზღვარზე, სადაც ძველი და ახალი გრძნობები ერთმანეთს ეჯახება.

ტიმურვერმესი-„ჩიკი—გაქცევაბერლინიდან“

book-5-1785832207.png

ნამდვილი საზაფხულო სათავგადასავლო დინამიკა! ორი სრულიად განსხვავებული მოზარდი ბიჭი, მოპარული ძველი ავტომობილი და გზა ბერლინიდან უცნობი მიმართულებით. ეს არის იუმორით, თავისუფლების სულითა და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა და ზრდასრულობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.

ჯენოსტინი-„ემა“

book-4-1785832239.png

ჯეინ ოსტინის „ემა“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და დახვეწილი რომანია, რომელიც ახალგაზრდა, მდიდარი და კაპრიზული ხასიათის ემა ვუდჰაუსის შესახებ მოგვითხრობს,გოგონასი, რომელსაც გარშემომყოფთა პირად ცხოვრებაში ჩარევა და მათი „დაწყვილება“ უყვარს, თუმცა საკუთარ გრძნობებში გარკვევა უჭირს. სხვათა ბედით თამაშისას დაშვებული შეცდომები, კომიკური გაუგებრობები და საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვების გზა ემას ჭეშმარიტ სიყვარულს შეახვედრებს. რომანი 13-19 წლის მოზარდებისთვის იდეალური საზაფხულო, ემოციური და შთამაგონებელი საკითხავია.

რევაზინანიშვილი-„მოთხრობებისიყვარულზე“

book-2-1785832297.png

ქართული პროზის უბადლო ოსტატის თემატური კრებული, სადაც თითოეული ამბავი შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს. ინანიშვილის სათუთი, ოდნავ სევდიანი და საოცრად თბილი ენა მკითხველს პირველი, ხან გამხელილი და ხანაც გაუმხელელი სიყვარულის მშვენიერებასა და პოეზიას აზიარებს.

რევაზინანიშვილი-„მოთხრობებიქალებზე“

book-1-1785832261.png

კიდევ ერთი ძვირფასი კრებული, რომელიც განსაკუთრებულად დააინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს. ავტორი საოცარი სიღრმითა და სიყვარულით აღწერს სხვადასხვა თაობისა და ბედისწერის ქალების შინაგან სამყაროს, მათ დარდს, სიხარულსა და ყოველდღიურ სილამაზეს.

ჯენიერპენბეკი-„კაიროსი“

book-6-1785832323.png

შედარებით უფროსი თინეიჯერებისთვის (16-19 წელი) განკუთვნილი ღრმა და ემოციური რომანი. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქალისა და ასაკით უფროსი მამაკაცის რთულ, დრამატულ ურთიერთობაზე, რომელიც ევროპული ისტორიის გარდამტეხი მოვლენების (ბერლინის კედლის დაცემის) ფონზე ვითარდება. წიგნი ოსტატურად აერთიანებს პირად დრამასა და დიდი ისტორიის მსვლელობას.

შეარჩიე შენი ფავორიტი წიგნი, მოკალათდი მოსახერხებელ ადგილას და გადაფურცლე ზაფხული ახალი ემოციებითა და თავგადასავლებით!

R