ბავშვების საყვარელი ჟურნალის, „საბავშვო კარუსელის“ აგვისტოს ნომერი „ნაცარქექიას“ ილუსტრირებულ გამოცემასთან ერთად გამოვიდა და მისი შეძენა სპეციალურ ფასად, 9,90 ლარად არის შესაძლებელი.
თანამედროვე ილუსტრაციები პატარა მკითხველს „ნაცარქექიას“ პერსონაჟებს ახლებურად გააცნობს და რაც მთავარია, დასაწყისიდანვე დააინტერესებს.

ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრირებული სერია „საბავშვო კარუსელთან“ ერთად 29 მაისიდან გამოდის.
პროექტი შექმნილია გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ ერთად და ემსახურება ქართული ხალხური ზღაპრების გაცოცხლებასა და მათი ახალი თაობებისთვის გაცნობას. „საბავშვო კარუსელთან“ ერთად უკვე გამოცემულია „წიქარა“ და „ხუთკუნჭულა“.

იმოგზაურე და გაეცანი საოცარ თავგადასავალს შენთვის კარგად ნაცნობი ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც ყველა თაობას თანაბრად უყვარს და უყვარდა.მოაგროვე ფერადი ილუსტრაციებით დახუნძლული წიგნები და შექმენი შენი საკუთარი კოლექცია.

ეწვიე „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებს.
R