"ნუ განგვიკითხავთ შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზასაცდენილი ახალგაზრდების არსებობა და არაფერი გააკეთა მათ სწორ გზაზე დასაყენებლად…" - იზა ომაძე - მშობლები

"ნუ განგვიკითხავთ შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზასაცდენილი ახალგაზრდების არსებობა და არაფერი გააკეთა მათ სწორ გზაზე დასაყენებლად…" - იზა ომაძე

2026-08-07 14:44:51+04:00

2021 წელს მოკლული, ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებების გარშემო მიმდინარე პოლემიკაზე გამოხმაურების სახით.

"მეგობრებო, ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა და არაფერი გააკეთა მათ სწორ გზაზე დასაყენებლად…
მეტსაც გეტყვით პირადი ტრაგედიიდან, ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები ხელის გულზე ატარა არაერთი წელი!!!! ხომ არ იცით რატომ?! იქნებ იმიტომ, რომ თავად დაუკვეთეს?!
ასეა ეს!!!
არ გამოიძია დროულად და ყველაფერი გააკეთა ჩასაფარცხად!!!!
შვილის სიცოცხლე არ იყიდება!!!
ვერ შევეგუები უსამართლობას!!!
მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში!!! ამიტომ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა!!!!
ქალბატონ ეკას ვუსურვებ ისევ და ისევ გაძლებას, გიგას სახელის უკვდავსაყოფად.
ჩახედეთ ჩემს ნიკოს თვალებში და ისე გააგრძელეთ საქმე!!!!"
თეთრად გავათენე... დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები... - ეკა კუპატაძე
ნია იმნაძემ მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.. - პროკურატურა