ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო უკვე მესამედ ჩაბნელდა. გუშინ თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 20:15 საათზე გაითიშა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ქვეყანას დენი არ მიეწოდებოდა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. ოფიციალური ვერსიით, ამჯერად „ენგურჰესზე“ მიმდინარე სამუშაოებმა მთელი ქვეყნის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია, თუმცა მესამედ განმეორებული კოლაფსი გარკვეულ ეჭვებს აჩენს. სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ავარიასა და საბოტაჟს შორის, რამდენად დაცულია ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მიანიშნებს თუ არა მსგავსი შემთხვევების განმეორება ენერგოსისტემის მოწყვლადობაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:
- გუშინ, ღამით, საქართველო ისევ ჩაბნელდა, დღეს კი უკვე არა ერთი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ფაქტების დადგენამდე კატეგორიული დასკვნების გაკეთება დაუშვებელია. ვერსიების აგება მტკიცებულებების გარეშე სწორი მიდგომა არ არის. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მომხდარი გარკვეული ნიშნებით საბოტაჟს ჰგავს, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, ამის მტკიცების საფუძველი არ მაქვს.
მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს პროფესიული შეცდომების, არაკომპეტენტურობის ან პროცესების არასწორი მართვის შედეგთან. თეორიულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათიშვა „ენგურჰესიდან“ დაიწყო, ეს ავტომატურად არაფერს ამტკიცებს – ასეთ პროცესშიც შესაძლებელია როგორც ტექნიკური შეცდომა, ისე - მიზანმიმართული ჩარევა. სწორედ ამიტომ აუცილებელია სრულყოფილი ტექნიკური გამოძიება, რომელიც სპეკულაციებს კი არ დაეფუძნება, არამედ - ფაქტებს.
-რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადება, რომელიც ამბობს - სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესზე“ სუსტი წერტილების გამოსავლენად დაგეგმილ ტესტირებას მოჰყვა, რაც თავისთავად შეიცავდა ასეთ ტექნიკურ რისკს.
-საზოგადოების ნაწილს უკვე აინტერესებს, ხომ არ შეიძლება ეს შემთხვევა ზამთარში უფრო მძიმე ენერგეტიკული პრობლემების წინაპირობა გახდეს. ხედავთ ასეთ საფრთხეს?
- ამ ეტაპზე - არა. ჩემი შეფასებით, თუ საქმე ტექნიკურ პრობლემას ეხება, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია და არ ვფიქრობ, რომ ეს ზამთარში მასშტაბურ ენერგოკრიზისში გადაიზრდება. სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. განაგრძეთ კითხვა