ჩა­ნა­წერ­ში ვა­ლერ იმ­ნა­ძე შვილს ეუბ­ნე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა არ უნდა ჩა­ე­დი­ნა და არას­წო­რად მო­იქ­ცა. თუმ­ცა მა­მას ეუბ­ნე­ბა, რომ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­იქ­ცე­ო­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა... - რას ამბობს გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - მშობლები

ჩა­ნა­წერ­ში ვა­ლერ იმ­ნა­ძე შვილს ეუბ­ნე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა არ უნდა ჩა­ე­დი­ნა და არას­წო­რად მო­იქ­ცა. თუმ­ცა მა­მას ეუბ­ნე­ბა, რომ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­იქ­ცე­ო­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა... - რას ამბობს გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

2026-08-07 20:48:11+04:00
მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ. საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. განაგრძეთ კითხვა

ნია იმნაძემ მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.. - პროკურატურა
თეთრად გავათენე... დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები... - ეკა კუპატაძე