კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინდებიან - ქორწილის პირველი დეტალები - მშობლები

კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინდებიან - ქორწილის პირველი დეტალები

2026-08-08 11:51:14+04:00

2025 წლის აგვისტოში, 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, რონალდუმ საბოლოოდ სთხოვა თავის საყვარელ ქალს ხელი. და ძალიან მალე ისინი ცოლ-ქმარი გახდებიან. პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ცერემონია 2026 წლის 8 აგვისტოს, ანუ დღეს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი.

დღესასწაულის ცენტრალური ნაწილი ფუნშალის ტაძარი იქნება, 500 წელზე მეტი ხნის ისტორიული შენობა. ამ ადგილის არჩევა შემთხვევითი არ არის: რონალდუსთვის, რომლის ოჯახიც ყოველთვის კათოლიკურ ტრადიციებს იცავდა, მშობლიურ მიწაზე საუკუნოვან ეკლესიაში ქორწილი მის ფესვებთან სიმბოლური დაბრუნება იქნება. მადეირა ფეხბურთელის დაბადების ადგილი არ არის, თუმცა მან ბავშვობა აქ გაატარა, მისი დედა, დოლორეს ავეირო, აქ ცხოვრობს და აეროპორტში მისი სახელობის ქანდაკება და მუზეუმია.

1456x971-1-8656186217b0813757a33f11c21faf874500x3000-0xs3tfkffp-0668180088707713042-1786176057.jpg.webp

1456x1092-1-79ab0ae785f19c4559bd9f3435aa82a14096x3072-0xplqxz8xi-5210075940357215260-1786176057.jpg.webp

საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი, სტუმრები და ახალდაქორწინებულები ხუთვარსკვლავიან Savoy Palace Hotel-ში მდიდრულ მიღებას გამართავენ. ამ სასტუმროში ფასები ღამეში 1100 ფუნტიდან იწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროს ორი სართული და რამდენიმე ბარის ზონა უკვე დაჯავშნილია 7 და 8 აგვისტოსთვის და სტუმრებს ეცნობათ კერძო ღონისძიებისთვის ზოგიერთი ზონის დახურვის გამო შესაძლო უხერხულობის შესახებ.

ბანკეტი დახვეწილად იქნება წარმოდგენილი: ტრადიციულ პორტუგალიურ კერძებს ცნობილი შეფ-მზარეულების საფირმო კერძები შეავსებს, მენიუში კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი ზღვის პროდუქტები იქნება დომინანტი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა სავარაუდო სტუმრების სია, რომელშიც ათობით გლობალური ვარსკვლავია: კილიან მბაპე, ვინისიუს უმცროსი, რიო ფერდინანდი, ვინ დიზელით, რიანა, ჯენიფერ ლოპესი, დრეიკი, ტრევის სკოტი და სხვდები. ზეიმს ასევე დაესწრებიან რონალდუს თანაგუნდელები და პორტუგალიელი ვარსკვლავები. და მთავარი სახელი, რომელმაც ნამდვილი დისკუსია გამოიწვია - ლიონელ მესი, რონალდუს დიდი ხნის მეტოქე საფეხბურთო მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის რომანი 2016 წელს მადრიდში დაიწყო, სადაც ჯორჯინა Gucci-ს ბუტიკში გაყიდვების ასისტენტად მუშაობდა. იმ დროს რონალდუ რეალ მადრიდში თამაშობდა და შემთხვევითი შეხვედრა თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობაში გადაიზარდა.

2025 წლის აგვისტოს ჯორჯინამ სოციალურ ქსელში მდიდრული ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის დაახლოებით 35 კარატიანი ბრილიანტით არის შემკული.

  • რონალდუს ხუთი შვილი ჰყავს. მათი დაბადების ისტორია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია: კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი, რომლის დედის ვინაობა უცნობია. სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ტყუპი - ევა მარია და მატეო. და ასევე ორი უმცროსი შვილი, რომლებიც ჯორჯინასთან შეეძინა - ალანა მარტინა და ბელა ესმერალდა (ჯორჯინა ტყუპზე იყო ორსულად, თუმცა ბელას ტყუპისცალი ბიჭი მშობიარობისას გარდაიცვალა).

749x877-0x3j7ubqc5-7997016493461978140-1786176676.png970x970-0xt0wkxpji-3786890631682815395-1786176677.jpg1200x900-0xnk1hg05w-1786513160783239384-1786176678.jpg1440x1800-0xck9icjpv-7604830121363911170-1786176678.jpg1080x1080-0xt8l0gmxw-4138451982991468541-1786176678.jpg

რატომ უყვარს ხალხს მესის მეუღლე, რონალდუს ცოლს კი ხშირად აკრიტიკებენ და მეტიჩარას ეძახიან? - გულშემატკივრები მიზეზებზე საუბრობენ
როგორ იქცა მაღაზიის კონსულტანტი უმდიდრესი ფეხბურთელის ცოლად, რა დაუწუნეს 2-მილიონდოლარიან ბეჭედს და რატომ აშინებს ბევრს 40 წლის რონალდუს ცხოვრების წესი? - სპორტსმენი წელიწადში მილიონ დოლარს ხარჯავს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
თანახმა ვარ ამ, და ყველა მომდევნო ცხოვრებაში - გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი და საჯარო სიყვარულის ახსნა: კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა