"დაე, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს სასწაული... ავადმყოფობის მიუხედავად, შენ კვლავ ჩემი გმირი ხარ და კვლავ ზრუნავ, რომ მე უფრო უკეთესი ვიყო..." - თეონა კონტრიძის მიმართვა მეუღლეს - მშობლები

"დაე, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს სასწაული... ყოველთვის იმაზე უკეთეს ადამიანად მაქცევდი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამას..." - თეონა კონტრიძის მიმართვა მეუღლეს

2026-08-08 21:30:12+04:00

თეონა კონტრიძე მეუღლეს, ნიკოლაი კლოპოვს, ქორწინებიდან 18 წლის იუბილეს ულოცავს.

"08:08:2008... ჩვენი ქორწილის დღე. დღეს 18 წლის გავხდით... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება ასეთ არარომანტიკულ ფაზაში შევიდოდა და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვპოულობთ ძალას, კვლავ წინისკენ ვიაროთ და ღირსეულად მივიღოთ ყველა დარტყმა! შენ იყავი და რჩები ჩემს გმირად, რადგან არ არსებობენ ყოფილი გმირები. შენ ყოველთვის იმაზე უკეთეს ადამიანად მაქცევდი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამას... დაე, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს სასწაული... კიდევ ერთი სასწაული, რადგან მთავარი სასწაული უკვე მოხდა: სიყვარული!"

766444031-18612447484041056-5848920149727954128-n-1786210783.jpg

თეონა კონტრიძის ქმარს რამდენიმე წლის წინ დაუსვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი და ორ წელიწადზე მეტია, ეტლში ზის.

თეონამ და ნიკოლაი კლოპოვმა, რომელიც ნახევრად რუსი და ნახევრად უკრაინელია, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება. წელიწადში ერთხელ მაინც, ოჯახურად ჩამოდიან საქართველოში.

მათ ერთად გაზარდეს თეონას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და მათი საერთო ვაჟი.

587700334-18544695553041056-2843729767619419108-n-1786210902.jpg

მეგობრებო, ნუ ჭამთ პლაჟზე! საქართველოს სანაპიროებზე არაა მიღებული ჭამა, მაქსიმუმ - სიმინდი... საშინელებაა ეს გაშლილი სუფრები! - თეონა კონტრიძის და ნიკოლოზ ცისკარიძის მიმართვა დამსვენებლებს
ზედმეტ კილოგრამებთან ბოლო ბრძოლა მოვიგე! - თეონა კონტრიძემ ამბობს, რომ 25 კილოგრამი დაიკლო. რატომ მოჰყვა მის განცხადებას არაერთგვაროვანი კომენტარები?
რა გინდა, შვილო?! - თეონა კონტრიძე ქართულად ალაპარაკებული მეუღლის ვიდეოს აქვეყნებს