ორი წლის წინ, ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან. უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არაერთი ოპერაცია დასჭირდათ. გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს - სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად კვლავაც ავრცელებს ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი რეაბილიტაციას გადიან, რასაც საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და დედას იმედი აქვს, რომ გოგონები ისეთივე ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, რაც ტრაგედიამდე ჰქონდათ.

ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სოფიო ხარშილაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მძღოლი, რომელიც ამ ავარიის დროს საჭესთან იჯდა, ჯერაც არ არის დაპატიმრებული:
„გამარჯობათ. ასე თუ ისე ჩვენი ისტორია ყველამ კარგად იცით... მოკლედ გეტყვით, როცა თბილისში წამოიყვანეს, ვიცოდით, რომ არც ერთი, ვერც ერთი ვერ გადარჩებოდნენ და უკვე ველოდებოდით იმ ფატალურ შედეგს. მაგრამ მოხდა სასწაული და დღეს ისინი აქ გვყავს. იმასთან შედარებით, როგორებიც იყვნენ, თითქმის ხუთი წლის შედეგი დადეს, იმიტომ, რომ თათული ფაქტიურად ფეხზე დადის, მაგრამ მეტყველებით ვერ მეტყველებს იმიტომ, რომ სალაპარაკო არე აქვს დაზიანებული... ამასაც დრო სჭირდება, სწორი რეაბილიტაცია, სწორი მკურნალობა და ასე მივდივართ ნელ-ნელა. ნიაკოზეც გეტყვით, ნიაკო შედარებით უფრო მძიმე იყო, მძიმე კი არა და საერთოდ არ იყო. მაგრამ, აი, ღვთის სასწაულით გადარჩა და ნელ-ნელა თათულის ეწევა, ფეხზე დგომაც დაიწყო, კვებაც დაიწყო, უკვე რაღაც ემოციები წამოიღო, იცინის, როცა რაღაც არ სიამოვნებს, მაგებინებს, როცა ტელევიზორი უნდა, იმასაც მაგებინებს. ასე თუ ისე მანიშნებს, სიტყვიერად ვერა, თავისი ქმედებით მახვედრებს, რაც უნდა.
...ბევრი სვამს კითხვებს, ბევრი მწერს მძღოლზე. მძღოლი ამჟამად არის გარეთ. 12 აგვისტოს არის ბოლო სასამართლო პროცესი, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ის პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობაც ჩემი შვილების წინაშე აკისრია. მე არ ვადანაშაულებ იმაში, რომ განგებ დაეჯახა, ადამიანი არ მგონია სპეციალურად დაეჯახოს ორ ადამიანს და სასიკვდილოდ გაიმეტოს. შემთხვევთობა იყო. მაგრამ იმის მერე ჩემი შვილები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თვალით არ ჰყავს დანახული, არც კი დაურეკია, არც კი მოუწერია, მაგრამ სხვებისგან მითვლის, რომ შევიცოდო, არ დავიჭირო იმიტომ, რომ დაიღუპება... მე ფაქტობრივად დამმუპა, რასაც ჰქვია, მიწასთან გამასწორა, ორი ბავშვით ჰაერში დამტოვა და ადამიანების შემყურე, რომლებსაც გამუდმებით ვთხოვ დახმარებას...
იმიტომ რომ ნიაკოს სპეციალური კვება სჭირდება, ნიაკოს და თათულის სჭირდებათ უწყვეტი რეაბილიტაცია, ლოგოპედი, მკურნალობა. მკურნალობასთან ერთად გამოკვლევები, რაც შეუძლებელია ერთი ადამიანისთვის. კარგად იცით ისიც, რომ მარტომ გავიზარდე. არასდროს არავინ მომხმარებია, დილის 6 საათიდან საღამოს 11-12 საათამდე სამსახურში ვიყავი, რომ ელემენტარული, ჩემი შვილები მშივრები არ ყოფილიყვნენ. მაგრამ მე მგონი, შევძელი და საუკეთესო შვილები გავზარდე, ძალიან წესიერები, ძალიან ზრდილობიანები და ძალიან საოცარი შვილები...
და კიდევ და კიდევ მიჭირს, მცხვენია, მერიდება, იმიტომ რომ ვიცი, მაქსიმუმი გაიღეთ ჩემი შვილებისთვის, ჩემი შვილების გადარჩენისთვის. ნიაკომ ერთი წლის განმავლობაში ზუსტად 13 ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ესეც თქვენი წყალობით. თქვენი წყალობით არის ნიაკო დღეს აქ, თქვენი წყალობით ვსულდგმულობთ. ძალიან მინდა გთხოვოთ, სულ მცირე, პირად ნომერს დავურთავ ვიდეოს და მინდა, რომ არ არის აუცილებელი თანხით დახმარება, ელემენტარული გაზიარებაც, ელემენტარული მოწონებაც კი საკმარისი არის იმისთვის, რომ ვიდეო გააქტიურდეს, ბევრმა ადამიანმა ნახოს, შეიძლება თქვენ ვერ დამეხმაროთ, მაგრამ იმ ერთი ლაიქით, სხვამ ნახოს და სხვა დაგვეხმაროს. კიდევ და კიდევ უმორჩილესად გთხოვთ, თუნდაც მცირედი. ეს არ იფიქროთ, რომ აი, მე ლარიანი მაქვს და რას გადავუწყვეტ, მომენტებში ის ლარიანიც ბევრს წყვეტს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჰაერში გამოკიდებულნი ვართ, რასაც ჰქვია და მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იმედით ვართ.
მინდა, რომ ძალიან ბევრი კოცნა და სიყვარული და სითბო გამოგიგზავნოთ მე და ნიაკომ. და დავეხმაროთ ნიაკოს, რომ მომავალ წელს ბოლო ზარზე თავისი ფეხით მივიდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, რომ ნიაკო თავის კლასელებთან ერთად არ იდგა, იმიტომ რომ ნიაკოს ერთადერთი ოცნება ჰქონდა, თავის ბოლო ზარზე მისულიყო, ჩაებარებინა და სტუდენტი გამხდარიყო. და ვიცი, რომ ამასაც მივაღწევ და ნიაკო ძალიან მალე თავის ბოლო ზარზე მივა და კიდევაც ჩააბარებს. ბოდიში, არ მინდოდა, რომ მეტირა.“
სოფიოს პირადი ნომერი:
57001052354