43 წლის ენ ჰეთევეი, რომელიც მესამე შვილს ელოდება, საკმაოდ დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწევა. ამჯერად კალიფორნიაში თავისი ახალი ფილმის, „ოუქ-სტრიტის განაპირას“, პრემიერას დაესწრო.
მსახიობი წითელ ხალიჩაზე ასიმეტრიული ტოპით და ლურჯი ჯინსით გამოჩნდა. ფოტოგრაფების წინ ის 55 წლის კოლეგა იუენ მაკგრეგორთან ერთად პოზირებდა, რომელმაც პარტნიორობა გაუწია ამ ფილმში.




ივნისში გამოაცხადა ენ ჰეთევეიმ, რომ ის და მისი მეუღლეს ადამ შულმანი მესამე შვილს ელოდებიან.

ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ და ორი ვაჟი ჰყავთ. 2016 წელს მსახიობმა პირველი შვილი, ჯონათანი, გააჩინა, ხოლო სამი წლის შემდეგ - მეორე ვაჟი, ჯეკი. ქმართან შეხვედრამდე, ენი ოთხი წლის განმავლობაში იტალიელ ბიზნესმენ რაფაელო ფოლიერის ხვდებოდა. ისინი დაშორდნენ ცოტა ხნით ადრე, სანამ მას მილიონობით დოლარის თაღლითობაში ბრალი წაუყენეს და 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.