"11 წლის ქალიშვილი დარჩა"... "წარმოუდგენელია ეს ქალაქი შენი უნაკლო სილამაზის გარეშე, ჩემო ლიზიკო" - ბათუმში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ - მშობლები

"11 წლის ქალიშვილი დარჩა"... "წარმოუდგენელია ეს ქალაქი შენი უნაკლო სილამაზის გარეშე, ჩემო ლიზიკო" - ბათუმში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ

2026-08-11 21:01:38+04:00

ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.

ლიზა მოისწრაფიშვილს 11 წლის ქალიშვილი დარჩა.

როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ლიზიკო,ულამაზესო, შენ ჩვენ გულში მუდამ იქნები ანგელოზო "

"როგორ გვატკინე გული ჩემო დახატულო გოგო"

"წარმოუდგენელია ეს ქალაქი შენი უნაკლო სილამაზის გარეშე, ჩემო ლიზიკო" - წერენ სოციალურ ქსელში, სადაც ახალგაზრდა ქალს უამრავი ადამიანი ემშვიდობება. სამძიმრის პოსტს აქვეყნებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელთანაც ლიზა თანამშრომლობდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების გამო, ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი, და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.

ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად.
ლიზას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში" - ნათქვამია პოსტში.

ლიზი მოისწრაფიშვილს 14 აგვისტოს დაკრძალავენ.