კვების ტექნოლოგი, პროფესორი, მალხაზ დოლიძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ უნდა შევინახოთ პური ზაფხულის პერიოდში უსაფრთხოდ:
- ზაფხულის პერიოდში პურის დახურულ სივრცეში, ქვაბში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება. სხვათა შორის, უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ თანამედროვე პურის შესანახად მაცივარი ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალია. მასში არსებული პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა პროდუქტს კარგად ინახავს. ეს პირველი მეთოდია. მეორე ვარიანტად, რა თქმა უნდა, ხის საპურე განიხილება. მას სპეციალური ნასვრეტები გააჩნია, რისი წყალობითაც პური აერაციას გადის და ჰაერი ხვდება.