ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად ბევრად მეტს ამბობს ჩვენზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყოველდღიური არჩევანი - სამოსი, აქსესუარები თუ თუნდაც უბრალო დეტალები ჩვენი შინაგანი სამყაროსა და ხასიათის ანარეკლია.
ვიზუალური ასოციაციები საკუთარი თვისებების უკეთ გააზრებაში გვეხმარება. ფარული პოტენციალის გაცნობიერებით კი ამ უპირატესობების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას მარტივად შევძლებთ.
ეს სწრაფი ტესტი საკუთარ ინტუიციასთან დაგაკავშირებთ. უბრალოდ შეხედეთ სურათს და აირჩიეთ ქუდი, რომელიც პირველი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ხანგრძლივ ანალიზს მოერიდეთ - ტესტის შემქმნელების თქმით, თქვენი არჩევანი თქვენსავე დაფარულ ნიჭსა და შესაძლებლობას გამოავლენს:


გარედან ჩანს, რომ თქვენთან ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით მიდის. სინამდვილეში, ამ წარმატების უკან საოცარი ორგანიზებულობა დგას. თქვენ ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლებას ხართ ჩვეული.
დაკისრებულ ამოცანებს სხვების დაუხმარებლად, დამოუკიდებლად უმკლავდებით. ამით ყოველთვის შესანიშნავ შედეგს აღწევთ.
თუმცა გახსოვდეთ: დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის. შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ყველაფრის საკუთარ მხრებზე აკიდებას ვერ შეძლებთ.

ყველა ვერ ამჩნევს (მათ შორის, ვერც თქვენ), რამდენად ერთგული ადამიანი ხართ. ეს თვისება თქვენი ახლობლებისთვის ნამდვილი საჩუქარია. მათმა ბედნიერებამ შესაძლოა, პირველ ადგილზე გადაინაცვლოს. დახმარების საჭიროებისას მათთან დღისა და ღამის ნებისმიერ დროს გაჩნდებით.
შესაძლოა, ახალმა ნაცნობებმა ეს თვისება ჯერ ვერ შეამჩნიეს. თუმცა, უახლოესმა გარემოცვამ იცის: თქვენზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, რადგან ადამიანებს არასოდეს ღალატობთ.

ალბათ ყოფილა სიტუაცია, როცა მეგობრის ახალი შეყვარებული ან ახალგაცნობილი ადამიანი პირველივე დანახვაზე არ მოგეწონათ. ამ ანტიპათიის რაციონალური მიზეზის პოვნა გაგიჭირდათ. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის მართლაც არ ყოფილა კარგი ადამიანი. ეს ყველაფერი თქვენი საოცარი ინტუიციის დამსახურებაა. მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს თქვენი ფარული იარაღი.
შესაძლოა, თავად ბოლომდე ვერც აცნობიერებთ, რომ გადაწყვეტილებებს ამ აუხსნელ შეგრძნებაზე დაყრდნობით იღებთ. თუმცა, გულის სიღრმეში იცით - ინტუიცია ძალიან იშვიათად თუ გიღალატებთ.

აქ საუბარი ლამაზად ხატვასა თუ კარგად სიმღერაზე არ არის. ყველაფერში სილამაზის დანახვის უნარი თქვენი საოცარი ნიჭია. ბევრ რამეს განსხვავებული კუთხით უყურებთ. ეს სამყაროს სხვა დონეზე აღქმისა და წარმატების მიღწევის საშუალებას გაძლევთ. თქვენი ხედვა ხომ განუმეორებელია.
მთავარია, სამყაროსა და საკუთარ თავთან ეს ჰარმონია არ დაკარგოთ. სწორედ აღნიშნული თვისება გამოგარჩევთ სხვებისგან.