ალენ დელონის სამი ოფიციალური შვილი კვლავ იბრძვის მამის მემკვიდრეობისთვის - შვილების კონფლიქტი გამწვავდა - მშობლები

ალენ დელონის სამი ოფიციალური შვილი კვლავ იბრძვის მამის მემკვიდრეობისთვის - შვილების კონფლიქტი გამწვავდა

2026-08-12 12:23:14+04:00

კინოს ლეგენდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მამაკაცად აღიარებული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 2024 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან დღემდე, კვლავ აქტუალური და მოუგვარებელია მისი ანდერძის და მემკვიდრეობის საკითხი, რომლის გამოც მის სამ ოფიციალურ შვილს დღესაც გაცხარებული დავა აქვს.

ანდერძი

ანდერძი, რომელზეც არის საუბარი, დელონმა 2022 წელს დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამ დოკუმენტში ქალიშვილ ანუშკას განსაკუთრებული უფლებები დაუტოვა, მათ შორის მისი შემოქმედებისა და იმიჯის გამოყენებასთან დაკავშირებული უფლებების კონტროლი. უმცროსი ვაჟი ალენ-ფაბიენი ამტკიცებს, რომ ანდერძის შედგენის დროს მამას შესაძლოა უკვე აღარ ჰქონოდა სრულად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

საფრანგეთის მემკვიდრეობის სამართალში შვილებს აქვთ დაცული სავალდებულო წილი. დავა უფრო მეტად ეხება იმას, რა დამატებითი უფლებები და ქონება უნდა დარჩეს ანუშკას, რამდენად მოქმედია 2022 წლის ანდერძი და როგორ უნდა განაწილდეს კონკრეტული აქტივები.

image-92-800x1024-1786524878.pngis-alain-delon-family-like-a-royal-family-for-france-v0-mrqu3wfetukd1-1786524878.webp

ჩვეულებრივი ქონება: 50% / 25% / 25%

დელონის 2015 წლის ანდერძის მიხედვით, მატერიალური მემკვიდრეობა ასე ნაწილდება:

  • ანუშკა დელონი — 50%
  • ენტონი დელონი — 25%
  • ალან ფაბიენ დელონი — 25%

ეს განაწილება საფრანგეთის კანონმდებლობას ერგება, რადგან სამივე შვილი მემკვიდრეობის დაცულ წილს იღებს.

დელონის ქონება, სხვადასხვა წყაროში, დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ან მეტად არის შეფასებული, თუმცა ზუსტი საბოლოო თანხა საჯაროდ დადგენილი არ არის. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია გადასახადები — მემკვიდრეობის გადასახადი ძალიან მაღალია.

დელონის ცნობილი მამული Douchy-ში, ლუარეში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა და სადაც დაკრძალეს, მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნაწილია და დავა მასზეც მიმდინარეობს.

აქ საინტერესოა, რომ პრობლემა მხოლოდ „ვის ეკუთვნის სახლი?“ არ არის. მამული დაკავშირებულია:

  • დელონის პირად არქივთან;
  • მის ნივთებთან და ხელოვნების კოლექციასთან;
  • მისი სახელისა და მემკვიდრეობის კომერციულ გამოყენებასთან;
  • და, რაც მთავარია, შვილებს შორის მამის ბოლო წლების შესახებ სრულიად განსხვავებულ წარმოდგენებთან.

769375195-1050604014386372-4763776631108629450-n-1786524846.jpg

მაგრამ ყველაზე საინტერესოა დელონის იმიჯი და ფილმები. 2022 წლის ნოემბერში დელონმა ჟენევაში ხელი მოაწერა მეორე, ბევრად უფრო სპეციფიკურ ანდერძს, რომელიც ჩვეულებრივ ქონებას კი არ ეხება, არამედ მის მორალურ უფლებებსა და შემოქმედებით მემკვიდრეობას. ამ დოკუმენტის მიხედვით, ანუშკა ხდება მამის მხატვრული და პიროვნული მემკვიდრეობის ერთადერთი მმართველი — ანუ პრაქტიკულად მას ენიჭება გადამწყვეტი სიტყვა დელონის:

  • სახელის;
  • გამოსახულების;
  • ფილმებთან დაკავშირებული მემკვიდრეობის;
  • დოკუმენტური ფილმების;
  • გამოფენების;
  • და სხვა პროექტების გამოყენებაზე.

ამიტომ ეს შეიძლება ფინანსურადაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. დელონის სახელი დღესაც კომერციული აქტივია. სწორედ ეს 2022 წლის ანდერძი და მასში შეტანილი ცვლილებებია დღეს კონფლიქტის საბაბი.

images-1-1786524878.jfif

ალენ დელონის ვაჟი ალან ფაბიანი ყველაზე აქტიურად იბრძვის ანუშკას წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, მამამ 2022 წელს ეს გადაწყვეტილებები მაშინ მიიღო, როდესაც მისი ჯანმრთელობა უკვე სერიოზულად იყო გაუარესებული და მისი გონებრივი მდგომარეობა შესაძლოა საკმარისად მკაფიო აღარ ყოფილიყო. ის ცდილობს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ დელონის მდგომარეობა აღარ იძლეოდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ 2022 წლის ანდერძს, არამედ ანუშკას სასარგებლოდ გაკეთებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებსა და Adid-ს — Alain Delon International Distribution-ს დაკავშირებულ წილებსაც აპროტესტებს. ალანი ამბობს, რომ მისი მიზანი უბრალოდ მეტი ფულის მიღება არ არის. მას სურს დაამტკიცოს, რომ მამაზე გავლენა მოახდინეს და რომ მისი ბოლო წლების გარკვეულ გადაწყვეტილებებში რაღაც არასწორად მოხდა.

რატომ ანუშკა?

ანუშკა ალენ დელონის უმცროსი ქალიშვილია, რომელთანაც დელონს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ანუშკა მამის ჯანმრთელობისა და მკურნალობის საკითხებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. როცა დელონის ჯანმრთელობა გაუარესდა, სწორედ ანუშკა ცდილობდა მის შვეიცარიაში გადაყვანას, სადაც მას საცხოვრებელიც ჰქონდა და მკურნალობის გაგრძელებაც შეეძლო. ძმები კი ამას სხვაგვარად უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ მამა საფრანგეთში, Douchy-ში უნდა დარჩენილიყო.

132339915-gettyimages-1150330815-1786524877.jpg

ამასთან, დელონს ორ ვაჟთან განსაკუთრებით რთული ურთიერთობა ჰქონდა. ენტონისთან დაძაბულობა წლების განმავლობაში არსებობდა, ალანთან კი ურთიერთობა კიდევ უფრო პრობლემური იყო.

თუ 2022 წლის დოკუმენტი ძალაში დარჩა, ანუშკას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული კონტროლი არა უბრალოდ ფულის ნახევარზე, არამედ თვითონ „Alain Delon-ის ბრენდზე“, რაც კიდევ უფრო მეტ და პერსპექტივაში, მუდმივ შემოსავალს გულისხმობს.

რა ხდება ახლა?

2026 წლის ივნისში ანუშკამ ძმებს უჩივლა იმის გამო, რომ მათ ფარულად ჩაწერეს და შემდეგ გაავრცელეს მისი პირადი საუბარი მამასთან, რომელიც 2024 წლის იანვარში Douchy-ს მამულში შედგა. სასამართლომ: ენტონის 1,000 ევროს პირობითი ჯარიმა დაუწესა; ალანსაც 1,000 ევროს პირობითი ჯარიმა; მათ ანუშკასთვის, შესაბამისად 2,000 და 3,000 ევროს ზიანის ანაზღაურება დააკისრა; ენტონის ასევე დაევალა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩანაწერის წაშლა.ანუშკა თავდაპირველად გაცილებით უფრო დიდ თანხას ითხოვდა — Alain-Fabien-ისგან 65,000 ევროს, ხოლო Anthony-სგან 50,000 ევროს.

ჩანაწერი, რომელსაც დავა მოჰყვა, გაკეთდა 2024 წლის 5 იანვრის საღამოს, Douchy-ში, ოჯახის ვახშმის შემდეგ. ალანმა ტელეფონი ფარულად დატოვა ოთახში, ჩართული ჰქონდა აუდიოჩანაწერი, შემდეგ კი საუბარი Instagram-ზე გამოაქვეყნა. ანუშკამ ამის შესახებ არ იცოდა.

ჩანაწერში ძირითადად ანუშკას ხმა ისმის; დელონის პასუხები პრაქტიკულად არ ისმის. ანუშკა მამას ჯანმრთელობაზე და ოჯახში მიმდინარე დაპირისპირებაზე ელაპარაკება.

ყველაზე ცნობილი ფრაზებია:

„მე მმარხავენ, შენ კი იდიოტად გთვლიან.“

და:

„განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყო.“

ის ასევე ამბობს, რომ მას საჯაროდ წარმოაჩენენ როგორც ქალს, რომელიც მამას მართავს.ანუშკა იმ მომენტში ცდილობდა მამისთვის აეხსნა, რომ ოჯახში მიმდინარე საჯარო დაპირისპირება მასაც აზიანებდა და რომ მას არ სურდა მამის მანიპულატორად წარმოჩენილიყო.

იმ დროს ენტონი უკვე ამტკიცებდა, რომ ანუშკამ ოჯახს დაუმალა დელონის კოგნიტიური ტესტების შედეგები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე მიუთითებდა.ანუშკა კი საპირისპიროს ამბობდა: მისი თქმით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მანაც იცოდა, მაგრამ მას სურდა, დელონს შვეიცარიაში ემკურნალა, რადგან იქ ჰყავდა სპეციალისტები. ის კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, თითქოს მამას საფრანგეთიდან საგადასახადო მიზეზით „გაქცევას“ უპირებდა. ალანის თქმით,ჩანაწერის გავრცელების მიზანი სწორედ ეს იყო — მისი ვერსიით, ანუშკა მამაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და შიშს უნერგავდა.

ანუშკამ ძმებს არა იმიტომ უჩივლა, რომ მათ მისი ნათქვამი „არასწორად გაიგეს“, არამედ იმიტომ, რომ მისი პირადი საუბარი ფარულად ჩაიწერეს და შემდეგ გაავრცელეს.ანუშკა ამტკიცებდა, რომ ამით დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა...

მას მერე, აგვისტოს მდგომარეობით, მემკვიდრეობის ძირითადი სამოქალაქო დავა საბოლოოდ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ და-ძმებისკონფლიქტი დელონის გარდაცვალების შემდეგ კი არ დაიწყო — ის ჯერ კიდევ მაშინ მიმდინარეობდა, როცა დელონი ცოცხალი იყო, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის, მოვლისა და შვეიცარიაში გადაყვანის საკითხებზე. მემკვიდრეობის ომი, ფაქტობრივად, იმ ძველი კონფლიქტის გაგრძელებად იქცა.ცნობილია, რომ დელონს თავის დროზე მომვლელიც ჩამოაშორეს შვილებმა, რომელთანაც ძალიან იყო მიჯაჭვული და მეორე ნახევრადაც მიიჩნევდა. შვილები კი ამბობდნენ, რომ ქალი ალენის ქონებაზე ნადირობდა და გაუშვეს...

images-2-1786524878.jfif

  • და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:
არავის გაჰკვირვებია, რომ ანდერძში არსად იყო ნახსენები ალენ დელონის მეოთხე, არაღიარებული შვილი. არი ბოლონე, რომელიც ალენს მომღერალმა ნიკომ გაუჩინა, მსახიობს არასდროს უღიარებია, მიუხედავად მათი დიდი მსგავსებისა. თუმცა დედამისმა მიიღო შვილად და გაზარდა კიდეც.
ოფიციალურად ალენს დღესაც სამი შვილი ჰყავს.
alen-delon.jpg
არი სულ იბრძოდა, რომ დაემტკიცებინა ალენის მამობა, დელონის სიცოცხლეშივე სცადა სასამართლოს გზით მამობის დადგენა, მაგრამ ვერ მოახერხა. 2025 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, არის ვაჟმა ჩარლზ ბელონიმ იგივე პროცესი გააგრძელა, რათა დელონის ბიოლოგიური მამობა სასამართლოს დაედგინა. თუმცა 2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლომ ეს მოთხოვნა ხანდაზმულად/ვადაგასულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
მათ საოცნებო წყვილს უწოდებდნენ, თუმცა ქალი არასდროს იყო ბედნიერი... - ლეგენდარული ალენ დელონის ერთადერთი ოფიციალური ცოლი და სხვა ქალები
მამამ ძაღლებთან ერთად გალიაში გამომკეტა... მრავალი წელი არსებობდა ეჭვი, რომ ლეგენდა სინამდვილეში ცუდი ადამიანი იყო - რაში ადანაშაულებენ ალენ დელონს