"არ გაკვირვებია... ყოველთვის იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დაუბრუნდებოდა ალკოჰოლს..." - რა რეაქცია ჰქონდა ანჯელინა ჯოლის ცნობაზე, რომ ბრედ პიტმა ისევ დაიწყო დალევა - მშობლები

რა რეაქცია ჰქონდა ანჯელინა ჯოლის ცნობაზე, რომ ბრედ პიტმა ისევ დაიწყო დალევა - "არ გაკვირვებია... ყოველთვის იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დაუბრუნდებოდა ალკოჰოლს..."

2026-08-13 10:37:36+04:00

გამჟღავნდა ანჯელინა ჯოლის რეაქცია ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის აღიარებაზე, რომ მან შვიდწლიანი ფხიზელი ცხოვრების შემდეგ კვლავ დალია. მსახიობის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, სავარაუდოდ, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის ქორწინების დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

„არ გაკვირვებია. ანჯელინა ცდილობდა ხალხის გაეფრთხილებინა ბრედის დამოკიდებულების შესახებ. მან ყოველთვის იცოდა, რომ ის ადრე თუ გვიან ისევ დაუბრუნდებოდა ალკოჰოლს“, - ციტირებს Daily Mail ჯოლისთან დაახლოებულ წყაროს.

წყაროს ცნობით, მსახიობს ასევე არ სჯერა, რომ ფხიზელი ცხოვრების წლებმა მთლიანად შეცვალა მისი ყოფილი ქმარი ან დაეხმარა მას „შინაგანი დემონებისგან“ თავის დაღწევაში: „ენჯი თვლის, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ პიტის ღრმა პრობლემები გაქრა. და ის არ თვლის, რომ ის სხვა ადამიანი გახდა. მისთვის ბრედი კვლავ ბრედია და ვერანაირი ფხიზელი ცხოვრება ან თვითანალიზი ვერ შეცვლის ამას“.

images-1786603389.jfif

ცოტა ხნის წინ 62 წლის პიტმა ჟურნალ Esquire-ს განუცხადა, რომ ალკოჰოლს შვიდი წლის წინ სრულად დაანება თავი. თუმცა ახლა „რამდენიმე ჭიქა ღვინოს“ სვამს. მან 2016 წელს დაანება თავი სმას, თვითმფრინავში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ, რაც, როგორც ჭორები ვრცელდებოდა, ჯოლისთან მისი დაშორების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. მოგვიანებით მან 12-საფეხურიანი პროგრამა დაასრულა.

  • შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2014 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ორი წლის შემდეგ მსახიობმა განქორწინება მოითხოვა პიტის ძალადობრივი ქცევების და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, გაჟღერებული იყო ინციდენტი თვითმფრინავში, რომლის დროსაც მთვრალმა ბრედმა ერთ-ერთ შვილს დაარტყა. FBI-მ გამოძიება ჩაატარა, მაგრამ საბოლოოდ პიტს ბრალი არ წაუყენა. შემდეგ წყვილმა რამდენიმე წელი გაატარა სასამართლოში მეურვეობისა და ქონების გაყოფის საკითხზე და ოფიციალურად მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში განქორწინდნენ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ, მათ შორის სამი აყვანილი. თითქმის ყველა მათგანმა უარი თქვა ცნობილი მამის გვარის ტარებაზე.

ბრედს ამჟამად ურთიერთობა აქვს საიუველირო ნაწარმის დიზაინერთან და ფიტნეს მწვრთნელ ინეს დე რამონთან. 51 წლის ანჯელინამ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პიტთან განქორწინების შემდეგ არ ყოფილა მამაკაცი მის ცხოვრებაში.

ბრედ პიტის მეექვსე შვილმაც უარი თქვა მამის გვარზე... - რატომ განუდგა მსახიობს ყველა შვილი ისე, რომ მისი დანახვაც კი არ უნდათ და როგორ იხსენიებენ მამას?
ვინ არის ბრედ პიტის არანაკლებ წარმატებული ძმა და რატომ ხუმრობენ, რომ ის უფრო შეეფერებოდა ანჯელინა ჯოლის?
ინესს უკვე ღლის ის ფაქტი, რომ ყველაფერი მხოლოდ ბრედის ჭკუაზე ხდება... პიტი გამუდმებით იმართლებს თავს, თუ რატომ არ სურს ხელის თხოვნა... - ინეს დე რამონი ბრედ პიტისგან მინიმუმ, ბეჭედს ელოდება