60 წლის ჰოლი ბერი მეოთხედ თხოვდება... - "უბერებელი" მსახიობის გამარჯვებები, ქრონიკული დაავადება და ახალგაზრდობის საიდუმლო - მშობლები

60 წლის ჰოლი ბერი მეოთხედ თხოვდება... - "უბერებელი" მსახიობის გამარჯვებები, ქრონიკული დაავადება და ახალგაზრდობის საიდუმლო

2026-08-13 11:12:52+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა ჰოლი ბერიმ (პირველი აფროამერიკელი მსახიობია, რომელმაც მოიპოვა "ოსკარი" ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ფოტოებზე მსახიობი შავ, გამჭვირვალე, კაბაში პოზირებს.

„60, მოვდივარ...“ - ასე დააწერა „იქს-ადამიანების“ ვარსკვლავმა ფოტოებს.

original-2-1786605626.webporiginal-3-1786605626.webp

original-1-1786605626.webp

ჰოლი ბერი ხშირად ჩნდება საჯაროდ გამჭვირვალე სამოსით და ასევე აქვეყნებს ფოტოებს ბიკინიში და გამომწვევ სამოსში. ასაკის მიუხედავად, შესანიშნავად გამოიყურება.

101-uk-gala-screening-odeon-119898041-dfabf6-1786605714.webp

eece8aef4ccfe99266f4944f81b451e7-1786605714.webphalle-berry-style-through-the-years-gallery-fi-1786605714.webp

ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მეოთხედ ქორწინდება მუსიკოს ვან ჰანტზე.

original-1786605626.webp

halle-berry-and-van-hunt-051225-2-aeca907572d745e1bbd6813f07f991be-1786605776.jpg

მსახიობი ადრე ბეისბოლისტ დევიდ ჯასტისზე იყო დაქორწინებული. ისინი 1997 წელს, ქორწილიდან ოთხი წლის შემდეგ, დაშორდნენ. 2001 წელს მუსიკოს ერიკ ბენეტზე დაქორწინდა. მათი ქორწინებაც ოთხი წელი გაგრძელდა... 2008 წელს მსახიობმა თავის შეყვარებულთან, მოდელ გაბრიელ ობრისთან, ქალიშვილი, ნალა არიელა ობრი გააჩინა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და 2010 წელს დაშორდნენ. 2013 წელს ვარსკვლავი მსახიობ ოლივიე მარტინესზე დაქორწინდა. იმავე წელს, 47 წლის ასაკში, მასეო ვაჟი შეეძინა. წყვილი 2016 წელს დაშორდა.

halle-berry-husbands-1786605776.webp

images-1-1786605828.jfif

187086585488a22b7354b3c74b-1786605828.jpg

  • ჰოლი მარია ბერი დაიბადა 1966 წლის 14 აგვისტოს, კლივლენდში, ოჰაიო. მისი სახელი ჰოლი ჰოლის უნივერმაღიდანაა, რომელიც იმ დროს მისი მშობლიური ქალაქის, კლივლენდის, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა იყო. დედამისი, ჯუდიტ ენი (ქალიშვილობის გვარი ჰოკინსი) თეთრკანიანი იყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა, ხოლო მამამისი, ჯერომ ჯესი ბერი, აფროამერიკელი იყო და დედასთან ერთად იმავე საავადმყოფოში მუშაობდა, მოგვიანებით კი ავტობუსის მძღოლი გახდა. ჰოლის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ოთხი წლის იყო და ის და მისი უფროსი და, ჰეიდი დედამ გაზარდა.

ბერიმ ბედფორდის საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ჰიგბის უნივერმაღის ბავშვთა განყოფილებაში მუშაობდა. შემდეგ კუიაჰოგას სათემო კოლეჯში სწავლობდა. იქ ყოფნისას სკოლის გაზეთის რედაქტორი იყო, კლასის პრეზიდენტი და ადგილობრივი სკოლის ჩირლიდინგის რაზმის კაპიტანი გახდა. 1980-იან წლებში რამდენიმე სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 1985 წელს გაიმარჯვა „მის თინეიჯერი ამერიკელის“ და 1986 წელს „მის ოჰაიო აშშ-ის“ კონკურსებში. მან მეორე ადგილი დაიკავა „მის აშშ 1986“-ის წარმომადგენელ ტეხასელ კრისტი ფიხტნერთან ერთად. ასევე გახდა პირველი აფროამერიკელი წარმომადგენელი შეერთებული შტატების წარმომადგენელი „მის მსოფლიო 1986“-ზე და მეექვსე ადგილი დაიკავა.

hberry10-f29f63829f6d48b8b19c20b46242e1c7-1786606184.jpg

images-1786606184.jfif

1980-იანი წლების ბოლოს ბერი ილინოისში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მოდელის კარიერა და ასევე მსახიობობა გაეგრძელებინა. მისი ერთ-ერთი პირველი როლი იყო ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიის სერიალში სახელწოდებით „ჩიკაგოს ძალა“. 1989 წელს მან მიიღო ემილი ფრანკლინის როლი მინისერიალში „ცოცხალი თოჯინები“. შემდეგ კი ნელ-ნელა მოვიდა დიდი და მნიშვნელოვანი როლები, "ოსკარი" (მონსტრების მეჯლისისთვის), "ოქროს გლობუსი" და ბევრი აღიარება.

56a1c3b72953a0c4f960f4ac99dc455c-1786606408.jpg

halle-berry-6120-1786606409.webphalle-berry-32a4bf8a907c421587738bb3bc5a43bc-1786606409.jpg

images-3-1786606409.jfif

images-2-1786606409.jfif

halle-berry-in-gucci-at-2025-kering-women-in-motion-awards-at-78th-cannes-film-festival-scaled-1786606409.jpg

მსახიობს 1 ტიპის დიაბეტი აქვს. 1989 წელს, მინისერიალ „ცოცხალი თოჯინების“ გადაღების დროს, მოულოდნელად კომაში ჩავარდა და სწორედ მაშინ დაუსვეს დიაგნოზი. "ეს დიაგნოზი მოულოდნელობა იყო ჩემთვის. არავის ჰქონია დიაბეტი ჩემს ოჯახში, და მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ცოტა ზედმეტი წონა მქონდა, ვფიქრობდი, რომ საკმაოდ ჯანმრთელი ვარ", - ყვებოდა მოგვიანებით მსახიობი, რომელიც სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმებს ინარჩუნებს. ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო მინიმალური კოსმეტიკა და მანიპულაციაა. რუტინაა მსუბუქი გასუფთავება, დატენიანება და მზისგან დამცავი. ვარჯიშობს აქტიურად და ცდილობს, მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებოს.

შარლიზ ტერონის დიდი დაბრუნება და გამოჩენა შვილებთან ერთად... - ისევ ალაპარაკდნენ ვარსკვლავზე, რომელიც ბავშვობაში დედის მიერ მამის მკვლელობის მოწმე გახდა, ხოლო ოსკარი სერიული მკვლელის როლმა მოუტანა
მარად ახალგაზრდა, 88 წლის ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო - როგორ დაამარცხა ბავშვობის ტრავმები, მძიმე დიაგნოზები და იქცა მილიონობით ქალის სტიმულად