რა არღვევს ყველაზე ხშირად ორგანიზმის იმუნურ ბარიერს - ბიძინა კულუმბეგოვი მთავარ დამაზიანებლებზე - მშობლები

რა არღვევს ყველაზე ხშირად ორგანიზმის იმუნურ ბარიერს - ბიძინა კულუმბეგოვი მთავარ დამაზიანებლებზე

2026-08-14 11:06:21+04:00

ბავშვებისთვის გაზიანი სასმელების, ხელოვნური დამატკბობლებისა და სხვადასხვა დანამატის შემცველი პროდუქტების ხშირად მიღებას სპეციალისტები არ გვირჩევენ. თუმცა მშობლებს ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა — კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ასეთმა პროდუქტებმა და რა კავშირი აქვს მათ ნაწლავის მიკრობიომთან, იმუნურ სისტემასა და ალერგიული დაავადებების გახშირებასთან?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საკითხი მხოლოდ შაქარსა და ზედმეტ კალორიებს არ ეხება. მისი თქმით, მნიშვნელობა აქვს ნაწლავის მიკრობიომისა და ეპითელური ბარიერის მდგომარეობასაც — იმ დამცავ სისტემას, რომელიც ორგანიზმს გარემოდან მოხვედრილი სხვადასხვა გამღიზიანებლისგან იცავს.

„რატომ არის, რომ ხშირად ვეუბნებით — გაზიანი და ხელოვნური დამატკბობლების მქონე საკვები და სასმელი, განსაკუთრებით ბავშვებს, ხშირად არ მისცეთ? ხშირად დასვამენ კითხვას: აი, რა ზიანი მოაქვს? მარტივად რომ ვთქვათ, ეს დამატკბობლები აზიანებენ ჩვენს მიკრობიომს, სწორედ იმ ეპითელურ ბარიერს, სადაც ლორწოვანია, და ჩვენი ნაწლავი, როგორც მთავარი შემაკავებელი, ძალიან მარტივად გამტარი ხდება ყველა დამაზიანებელი ფაქტორის მიმართ.

ამიტომ, მარტივად რომ ვთქვათ, ეპითელური ბარიერების მოშლა, მიკრობებთან ბუნებრივი კონტამინაციის დარღვევა, სახლის შიგნით უფრო მეტი დროის გატარება, ვიდრე გარეთ — ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის იმას, რომ ალერგიული და იმუნური დაავადებების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და, სამწუხაროდ, ტენდენცია კიდევ უფრო მეტი ზრდისკენ არის“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში მედსკრიპტუმი.

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ზაფხულში: 8 ყველაზე სასარგებლო სეზონური პროდუქტი