„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით - მშობლები

„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით

2026-08-14 13:25:01+04:00

„ბიბლუსში“ სასკოლოდ გვაქვს ყველაფერი! - სასკოლო სამზადისის დრო მოახლოვდა, რაც იმას ნიშნავს რომ ტრადიციულად, ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ დაგხვდებათ ყველაფერი, რაც ახალი სასწავლო წლისთვის გჭირდებათ და რაც მთავარია, საუკეთესო ფასად!

წიგნის მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის, ზურგჩანთების განახლებულ კოლექციას, რვეულებს, კალმებს, ბლოკნოტებს, პენლებს და ათობით დასახელების სხვა ნივთს, რომელიც ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

წელსაც, ხელმისაწვდომი იქნება:

  • საქართველოს ნაკრების თემატიკის სასკოლო სერიები;
  • ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ესპანური ბრენდის, „მილანის“ ახალი კოლექცია, რომელიც მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით გამოირჩევა;
  • „ბიბლუსის“ ბრენდის PONTO-ს პროდუქცია, რომელიც მოიცავს როგორც საბავშვო, ასევე საოფისე-საკანცელარიო პროდუქტებს და მას წლებია, ათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს;
  • პოლონური ბრენდის, PASO-ს მაღალი ხარისხის ზურგჩანთები, პენლები, ლანჩბოქსები და წყლის ბოთლები;
  • CENTRUM-ის სასკოლო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი.

სასკოლო პროდუქცია „ბიბლუსის“ შოურუმებსა და ვებგვერდზე წარმოდგენილი იქნება 15 აგვისტოდან. ეწვიეთ თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიას ოჯახთან ერთად და გაიმარტივეთ სამზადისი.

განახლებული კოლექციის სანახავად მიჰყევით ბმულს, შეარჩიეთ სასურველი ნივთები ონლაინ და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით.

R