8 აგვისტოს, ბრიუს უილისისა და დემი მურის უმცროსი ქალიშვილი, 32 წლის ტალულა, მუსიკოს ჯასტინ აისიზე დაქორწინდა. ჟურნალმა Vogue-მა ქორწილის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.
ცერემონია ვიწრო წრფეში, რომელსაც ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები, მათ შორის პატარძლის ცნობილი მშობლები და დები ესწრებოდნენ, ტალულას სახლის ეზოში გაიმართა. ქორწილისთვის მან Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი კაბა შეარჩია. მის დებს, რუმერსა და სკაუტს, ასევე იმავე მოდის სახლის კაბები ეცვათ, ხოლო საქმრო სტუმრების წინაშე Dzojchen-ის კლასიკური სმოკინგით გამოჩნდა.



ცერემონიას, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ბრიუს უილისიც დაესწრო.

ახალდაქორწინებულებმა ბეჭდები გაცვალეს, რის შემდეგაც ყველა დამსწრე სხვა ადგილას გადავიდა კოქტეილის წვეულებისა და ვახშმისთვის. ზეიმის არაფორმალური ნაწილისთვის, ტალულამ საქორწილო კაბა Vivienne Westwood-ის მინი კაბაში გაცვალა.
მხატვარი და მოდის დიზაინერი ტალულა უილისი და ჯასტინ აისი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2024 წლის ბოლოს დაინიშნენ. ეს მურის და უილისის ქალიშვილის პირველი ქორწინებაა. ის ადრე რეჟისორ დილონ ბასზე იყო დანიშნული, თუმცა წყვილი 2021 წელს დაშორდა.