"მალიბუს მაშველების" 56 წლის ვარსკვლავი საკუთარი ფეხების ფოტოებს 10 დოლარად ყიდის - ერიკა ელენიაკის ახალი - მშობლები

"მალიბუს მაშველების" 56 წლის ვარსკვლავი საკუთარი ფეხების ფოტოებს 10 დოლარად ყიდის - ერიკა ელენიაკის ახალი

2026-08-16 14:25:07+04:00

სერიალი "მალიბუს მაშველები" 1990-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. სწორედ ამ სერიალმა აქცია ვარსკვლავად პამელა ანდერსონი. ასევე დიდი პოტენციალი ჰქონდა კიდევ უფრო მეტი წარმატების, კიდევ ერთ ლამაზმანს სერიალიდან - ერიკა ელენიაკს. თუმცა მას უფრო ნაკლებ გაუმართლა კარიერის მხრივ...

"მალიბუმდე"...

ერკიკა ამერიკაშია დაბადებული და მამის მხრიდან უკრაინული ფესვები აქვს - მისი დიდი ბაბუა ვასილ ელენიაკი იყო, ერთ-ერთი პირველი ცნობილი ემიგრანტი, რომელიც უკრაინიდან კანადაში გადასახლდა. დედის მხრიდან კი გერმანული ფესვები აქვს.

კარიერა სარეკლამო გადაღებებით დაიწყო. 12 წლისა გადაიღეს სტივენ სპილბერგის ფილმ "უცხოპლანეტელის" ეპიზორუ როლში. შემდეგ იყო ტელეფილმები და ძირითადად, ეპიზოდური როლები.

1989 წელს "პლეიბოის" გარეკანზე აღმოჩნდა და თვის გოგონად დასახელდა. ამ ცნობილ ჟურნალში სხვა დროსაც არაერთხელ გამოჩნდა.

71qrdd627hl-1786876693.jpg

სწორედ ამან მოუტანა ერთ-ერთი მთავარი როლი "მალიბუს მაშველებში".

baywatch-erika-eleniak-billy-warlock-115416381-1786876717.webp

enofcnzxyaadnvd-1786876717.jpgimages-2-1786876717.jfifimages-3-1786876717.jfif

პირადი ცხოვრება

მაშველების მერე იყო რამდენიმე ფილმი, თუმცა აქტიური სამსახიობი კარიერა მაინც ვერ შედგა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი პირველი ქმარი ნუტრიციოლოგი ფილიპ გოლია იყო, რომელსაც მალევე გაშორდა.

images-4-1786876973.jfif

შემდეგ იყო ფილმების ტექნიკური ინჟინერი როჩ დეიგლი, რომელსაც 2007 წელს გაეყარა. ერიკას ერთი ქალიშვილი ჰყავს ამ ქორწინებიდან, რომელიც მარტომ გაზარდა.

ekj7rmku4aaeff8-1786876973.jpg

დღეს

სულ ახლახან, 56 წლის ერიკამ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრების ახალი მხარე გაუზიაროს გულშემატკივრებს. მსახიობი დარეგისტრირდა პკლატფორმა OnlyFans-ზე და აბონენტებს ექსკლუზიურ ფოტოებსა და ვიდეოებს დაჰპირდა, მათ შორის - მისი ფეხების ფოტოებს, რომელიც "მალიბუს" პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო. ვარსკვლავის გვერდის ყოველთვიური გამოწერა და შესაბამისად, მისი ფეხების ხილვა - 10 დოლარი ეღირება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს ასაკის დამალვას და ახალ პროექტს საკუთარი ნამდვილი მეს წარმოჩენის შესაძლებლობად მიიჩნევს.

1179x1279-0xezj3ukdi-0909778487218042721-1786877140.jpg

1179x952-0xc0qbdxkw-7128970063333771950-1786877140.jpg

„56 წლის ასაკში, მე ვიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც დღეს ვარ. Baywatch-დან Playboy-მდე და მის მიღმა. თქვენ ჩემთან იყავით ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ამდენ ეტაპზე. ახლა სრულიად ახალ ფაზაში შევდივარ“, - თქვა მსახიობმა.

ელენიაკის თქმით, მას სურს, პლატფორმა აუდიტორიასთან უფრო პირდაპირი კომუნიკაციისა და ისეთი კონტენტის გამოქვეყნების სივრცედ აქციოს, რომელიც, როგორც წესი, მის სოციალურ მედიაში არ არის წარმოდგენილი.

„საქმე გართობას, გულწრფელობას, ექსკლუზიური ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას და, რაც მთავარია, თქვენთან პირდაპირ დაკავშირებას ეხება. თუ ოდესმე გინდოდათ პირადად ჩემთან საუბარი, ახლა ამის გაკეთება შეგიძლიათ“, - თქვა ვარსკვლავმა.

ერიკამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ TMZ-თან ინტერვიუშიც ისაუბრა. მსახიობმა განმარტა, რომ OnlyFans-ზე გამოჩენა საზოგადოების გაოცებას კი არა, მისი თაყვანისმცემლების მიერ მასზე ხედვის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. კინოსა და ტელევიზიაში ათწლეულების განმავლობაში გატარებული გამოცდილების შემდეგ, ელენიაკს სურს თავად აირჩიოს, თუ როგორ დაუკავშირდება აუდიტორიას და აკონტროლოს საკუთარი იმიჯი.

shauni-mcclain-baywatch-li-erika-eleniak-1786877140.jpg

„თაყვანისმცემლები ხედავენ ჩემს რეალურ ცხოვრებას, ჩემს პირად ფოტოებსა და ვიდეოებს, პლაჟის უამრავ ფოტოს და, დიახ, სწორედ იმ ფეხებს, რომლებზეც ყველა ყოველთვის მეკითხება“, - გააზიარა მსახიობმა.

როგორც ჩანს, ფეხების ფოტოების თემა ელენიაკის ახალი პროექტის განუყოფელი ნაწილი გახდა. მან გადაწყვიტა, იუმორით ეთამაშა მაყურებლის ინტერესზე და დაჰპირდა, რომ მის გვერდზე შესაბამისი კონტენტი გამოჩნდებოდა.

„ათწლეულებია, ერიკა ვარ "მალიბუდან", მაგრამ OnlyFans საშუალებას მაძლევს, გამოვაჩინო ჩემი ის მხარე, რომელიც ხალხს აქამდე არ უნახავს“, - განმარტა მან.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ არ ცდილობს შეესაბამებოდეს იმ იმიჯს, რომელმაც ოდესღაც ის ცნობილი გახადა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ავთენტურობა და შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი სატელევიზიო პერსონაჟის მიღმა წარმოაჩინოს.

თუმცა, OnlyFans არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსახიობის სახელი კვლავ აქტუალური გახდა. 2026 წლის დასაწყისში ერიკამ მიიღო შეთავაზება, "მალიბუს მაშველების" განახლებულ ვერსიაში ითამაშოს. ასე რომ, ეს პროექტიც მალე გამოვა.

58 წლის პამელა ანდერსონის ახალი ცხოვრება და სავარაუდო რომანი ქვრივ ლიამ ნისონთან - ასაკში და უმაკიაჟოდ ის უფრო ცნობილი და დაფასებული გახდა...
სერიალების ვარსკვლავი მაწანწალად იქცა - ტეილორ ჩეიზის ტრაგიკული დაცემა