მომღერალი ლიზა ყენია, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, საკუთარი გამოცდილების და შეჯიბრებისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს:
- ალბათ 6 წლის ვიყავი, როცა ჩოგბურთზე შევედი და 9 წელი დავდიოდი. ამ 9 წლის განმავლობაში, ძალიან უცნაური ფიზიკური პრობლემები იჩენდა თავს. ისეთი რაღაცები მტკივდებოდა და მაწუხებდა, თან მძაფრად, ჯერ ერთი, ახსნას ვერ ვუძებნიდით მაშინ, მერე ექიმს ვერ ვპოულობდით შესაბამისს. მაგალითად, წლების განმავლობაში, ვარჯიშებზე, ტურნირებზე, ისე მტკივდებოდა და მეწვებოდა ფეხისგულები, მეგონა, რომ გაცხელებულ ლავაზე ვიდექი. აუხსნელი, წარმოუდგენელი დონის ტკივილი იყო. და ეს არ იყო მოვლითი. თუ იყო ვარჯიში 2 საათი, 2 საათის განმავლობაში მეწვოდა ფეხისგულები. ისეთ დონეზე, რომ ბევრჯერ გავჩერებულვარ, ფეხზე გამიხდია და ფეხისგულებს ვუყურებდი, მართლა ხომ არ ამომეწვა, ისე ვგრძნობდი ამ ტკივილს და ისეთი მძაფრი იყო. და ასეთი მრავალი სხვადასხვა ტიპის ტკივილი იჩენდა თავს.
ახლა, ბოლო წლებში ვაკვირდები ამ ყველაფერს. თუნდაც ბოლო წლებშიც რა პროექტებშიც ვიღებდი მონაწილეობას, იქნებოდა ეს სიმღერის თუ ცეკვის, ყოველთვის, მე უკან მხევდა და "ვაგებდი" ამ შეჯიბრში რაღაც კონკრეტული ტკივილის გამო, რაღაც ტკივილი მიშლიდა სულ ხელს.
ახლა ვხვდები, რომ ჩემში არ არის შეგრძნება კონკურენციის, შეჯიბრის, ვერ ვიტან შეჯიბრს. არ ვიცი, როგორ უნდა ვქნა ეგ. არც არასოდეს ვიცოდი. ვერ ვიტანდი, რომ ყველა ჩემი ტკივილი იყო ფსიქოსომატური იმიტომ, რომ არაფერი მჭირდა და იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა შევჯიბრებოდი, ვიღაცისთვის უნდა მომეგო, ისე განვიცდიდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად ვზიანდებოდი, მეწყებოდა სხვადასხვა ტიპის ტკივილები.
ამერიკაში ეს შეგრძნება გამძაფრებულია ადამიანებში, კონკურენციის, შეჯიბრების... თუ მეჯიბრები, მოიგე, გატარებ! შენი იყოს, არ შეგეჯიბრები არასოდეს.
მივხვდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ერთადერთი რაშიც მე საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს ვეჯიბრები და შევეჯიბრები ყოველთვის, ეს არის სიყვარული! და სიყვარული ჩემთვის არის მუდმივი პროგრესი, რომ გავხდე უკეთესი, როგორ ვიყო საუკეთესო შენთვის, საუკეთესო საკუთარი თავისთვის. რა მაქვს კიდევ სასწავლი, რა მაქვს კიდევ შესაცვლელი? რა მაქვს კიდევ მისახვედრი? და ის ყველაფერი, რასაც მე ვხვდები და გავაანალიზებ და გავითავისებ, შენთვის მინდა. ოცნება ხდება, რომ ეს შენამდე მოვიტანო. ასე რომ, მე მარტო სიყვარულში ვეჯიბრები, სხვა არაფერში!