საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პენსიას 900 310 ადამიანი იღებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მეტი პენსიონერი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 35%, ყველაზე ცოტა - 16% კი აჭარაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მოსახლეობის რა წილი მოდის პენსიონერებზე რეგიონების მიხედვით: