ანი ტყებუჩავას გადაცემის "მეხუთე ელემენტის" სტუმრები ამჯერად მისი შვილები იყვნენ - ნენე და თაია ბარამიძეები და სხვა თემებთან ერთად ისაუბრეს იმაზე, რამდენად მკაცრი დედაა ანა:
ნენე:
— სამართლიანი კი ხარ და მკაცრიც ხარ... რაზეც ხარ მკაცრი, იმაზე მიზეზი გაქვს. უბრალოდ, რაღაც არ მოგწონს და ამიტომ კი არ გვიკრძალავ — რეალური მიზეზი გაქვს, რატომაც არ გინდა, რომ რაღაც გავაკეთოთ... ზოგს რომ ჰგონია, „დედას არ მოეწონა და ამიტომ დამსაჯა ან ამიკრძალა“, ეგრე არ არის. მიზეზი გაქვს და ამიტომ ხარ მკაცრი. შესაბამისად, სამართლიანიც ხარ.
თაია:
— ძალიან მკაცრი არ ხარ, როგორც ნენემ თქვა. მაგრამ რაღაცები მართლა უნდა შეგვიშალო, რაც კარგი არ არის და რაც იცი, რომ არ არის კარგი. ანუ რაღაცებში მკაცრი უნდა იყო, მაგრამ ძალიან მკაცრი არა.
ნენე:
- მაგალითად, მეგობრებთან რომ გავდივარ და სადღაც სტადიონზე შევიკრიბებით, ერთი-ორი საათის შემდეგ მირეკავ: „კაი, ნენე, ამოდი, უკვე ორი საათია საღამოა.“ ღამეა და იცი, რა ხდება. ჩვენი უბანი მაინც ისეთი უსაფრთხო არ არის და მიზეზი გაქვს, რომ გეშინოდეს. თან, ორ ნაბიჯში ვარ — გამოხვალ და დამინახავ, ანუ ისეთი საშიშიც არ არის, მაგრამ მესმის, რატომაც გეშინია.