"თა­ვის ფე­ხით ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და კი­დევ ვი­ტყვი - გა­ვი­მარ­ჯვე. ის დროც მოვა მალე თა­ვის ხე­ლით გა­ა­ღე­ბენ კარს" - ავარიაში დაშავებული დები მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ - მშობლები

"თა­ვის ფე­ხით ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და კი­დევ ვი­ტყვი - გა­ვი­მარ­ჯვე. ის დროც მოვა მალე თა­ვის ხე­ლით გა­ა­ღე­ბენ კარს" - ავარიაში დაშავებული დები მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ

2026-08-21 15:20:06+04:00

უმძიმეს ავარიაში დაშავებული დების ნიაკოს და თათულის დედა, სოფიო ხარშილაძე, სოციალურ ქსელში მათ შესახებ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ავარიის შემდეგ ოჯახი პირველად დაბრუნდა თბილისიდან საყვარელ ქალაქში.

"2 წელი ხდება ავარის ღამიდან, როცა გამოვიქეცით თბილისში. იმის მერე არ ჩავსულვართ. პირველად ჩემი გოგოები თავიანთ საყვარელ სიყვარულით სავსე ქალაქში ადამიანებთან მიემგზავვრებიან. შეიძლება ჩემი პატარა კოხტა ბინა აღარ მაქვს, რომელიც ჩვენთვის პატარა სამოთხე იყო. ჩემი გოგოების მერე ჩემი ძმის ნაყიდი სამოთხის გაყიდვაც მომიწია მერე, მაგრამ გვაყვს ადამიანები, რომლბსაც ჩვენი დანახვა, ჩვენი არსებობაც კი აბედნიერებთ...

რა ვიცი, შეიძლება დედის ინსტინქტია, დედა გრძნობს, მაგრამ არასდროს მქონია იმის განცდა, რომელიმეს დავკარგავდი. რეანიმაციიდან ყველა ზარს შიშით ვუპასუხებდი, ხან ვთიშავდი, რომ არ გამეგონა სიტყვები, რომ რომელიღაც დაიღუპა და ამის გასაგებად მირეკავდნენ. ხან ისტერიულად ვიძახდი, კარგად არიან, კარგად იქნებიან-მეთქი. ექიმები, ექთნები, ხალხი, ნათესავები, გულში ცრემლებად იღვრებოდნენ... ორი შვილი რეანიმაციაში თავახდილები მეწვნენ. არავის ვაძლევდი უფლებას ჩემ შვილებზე თუნდაც ეტირათ ან ეთქვათ საწყლები. ჩემი პირობა, ჩემი მოლოდინები გაამართლეს და სადაც ყველაზე მეტად უხაროდათ ყოფნა, დიდ ბებო-პაპასთან თავის ფეხით ჩამოვიყვანე და კიდევ ვიტყვი - გავიმარჯვე.ის დროც მოვა მალე თავის ხელით გააღებენ კარს და დაუძახებენ, - ბებო, პაპა, მოვედით." - წერს სოფიო ხარშილაძე.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მძღოლი, რომელიც ბავშვებს დაეჯახა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ფაქტსაც დედა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა.
უდიდესი მადლობა ლევან დარბაიძეს, მოსამართლეს, რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 4 წელი და 6 თვე.
ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში. ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა. ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა. ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა.
ჩემი სათქმელი ადრეც და ეხლაც იქნება - ჩემი შვილების სიკვდილს ვაპატიებდი და ვაპატიებ, მაგრამ ჩემი შვილების უპატივცემულობას არასდროს არავის ვაპატიებ,"- წერდა სოფიო ხარშილაძე.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან.

ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არაერთი ოპერაცია დასჭირდათ. გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს - სამი თვე კლინიკაში გაატარეს.