"პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა... ვი­საც ჯერ კი­დევ ბა­ტო­ნე­ბის გაბ­რა­ზე­ბის გჯე­რათ, გთხოვთ, უად­გი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ" - მაია ბუწაშვილი - მშობლები

"პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა... ვი­საც ჯერ კი­დევ ბა­ტო­ნე­ბის გაბ­რა­ზე­ბის გჯე­რათ, გთხოვთ, უად­გი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ" - მაია ბუწაშვილი

2026-08-21 17:06:31+04:00

ინფექციური დაავადებებისა და კანზე გამონაყარის დროს ბევრი მშობელი დღემდე ერიდება ბავშვის დაბანას. განსაკუთრებით ხშირად ეს ეხება ე.წ. „ბატონებს“ — ჩუტყვავილას, წითელას და სხვა დაავადებებს, რომელთა დროსაც გავრცელებული შეხედულებით, წყალი გამონაყარს „აღიზიანებს“ და მდგომარეობას ამძიმებს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ექიმები პაციენტებისა და მშობლებისგან ისმენენ, არის — შეიძლება თუ არა დაბანა, როდესაც ადამიანს ინფექცია ან გამონაყარი აქვს?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ დაბანის აკრძალვას სამედიცინო საფუძველი არ აქვს. მეტიც, მისი თქმით, ასეთ დროს ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის კანზე მეორეული ინფექციის განვითარების რისკის შესამცირებლად.

„არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება. არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.

დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია! თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად“, — წერს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელობა აქვს როგორ ვიბანთ:

"უბრალოდ, დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით; გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი; გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით; ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი.

ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ,“ - წერს მაია ბუწაშვილი

არ გამოიყენოთ იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, არც ბრილიანტის მწვანე... - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები ე.წ. ბატონების დროს