როგორ აღნიშნეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილის დაბადების დღე - პატარა დამიანე 2 წლის გახდა - მშობლები

როგორ აღნიშნეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილის დაბადების დღე - პატარა დამიანე 2 წლის გახდა

2026-08-22 10:13:20+04:00

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე კვარაცხელია, 21 აგვისტოს 2 წლის გახდა. მშობლებმა დაბადების დღე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნეს, წვეულებიდან ფოტოები კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

19d935b6-101d-4d9a-94a6-db2f4fbb3124-1787380215.jpg

დამიანეს მეორე დაბადების დღისთვის ავტომრბოლების თემატიკა შეარჩიეს. სადღესასწაულო სივრცე სარბოლო ტრასისთვის დამახასიათებელი დეტალებით იყო გაფორმებული — შავ-თეთრი უჯრედებიანი დროშებით, თასით, პატარა სარბოლო ავტომობილებითა და გამარჯვებულთა პოდიუმით.

ავტომრბოლების თემატიკას იმეორებდა დაბადების დღის ტორტიც. მრავალსართულიანი ცისფერი ტორტი შავ-თეთრი სარბოლო უჯრედებით, დროშებითა და პატარა მანქანებით იყო გაფორმებული. ტორტზე დამიანეს სახელიც იყო დატანილი.

34ecb9e7-1137-48a1-90c5-3018363f7b61-1787380227.jpg

დამიანეს იუბილე ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელშიც მიულოცა. ფეხბურთელმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„2 წელი საუკეთესო ცხოვრებით.“

e64775a8-88a1-4ec9-bc78-15052500b90d-1787380249.jpg

დამიანეს ფოტოები გამოაქვეყნა ნიცა თავაძემაც. მან შვილს მეორე დაბადების დღე ასეთი სიტყვებით მიულოცა:

„ბედნიერი, დამიანე. ორწლიანი სიყვარული, რომელმაც შეცვალა ჩემი არსებობის ყოველი ნაწილი.“

დამიანე კვარაცხელია 2024 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძისთვის ის პირველი შვილია.