"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მამაკაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო.
საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვების და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით დედამ შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, რის შემდეგაც კაცმა არასრულწლოვანს დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ჩაიწერა.
მოზარდის ოჯახი "ინფო იმერეთს" დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ვიდეომტკიცებულება ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე მიაწოდა.
დაკავებულია თუ არა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.