"ეს ჩემი პატარა სამყაროა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებ... ბედნიერი ვარ..." - მაკა ძაგანიას ახალი გატაცება და ვიდეო მისი საყვარელი ვენახიდან - მშობლები

"ეს ჩემი პატარა სამყაროა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებ... ბედნიერი ვარ..." - მაკა ძაგანიას ახალი გატაცება და ვიდეო მისი საყვარელი ვენახიდან

2026-08-24 01:05:56+04:00

მსახიობი მაკა ძაგანია ვიდეოს აქვეყნებს მისი და მისი მეუღლის მიერ გაშენებული ვენახიდან და წერს:

"ეს ჩემი პატარა სამყაროა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებ... ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გაგიზიაროთ და თქვენგან უამრავი დალოცვა მივიღო, რომელიც მაძლიერებს და მიჩენს სურვილს, უფრო მეტი გავაკეთო... მადლობა ყველას, ვინც ამდენ თბილ და სიყვარულით სავსე შეტყობინებებს მიტოვებთ".

როგორც ცნობილია, წყვილს მარტყოფში აქვს მიწა, სადაც ვენახს უვლიან და სხვადასხვა სამეურნეო საქმესაც თავად აკეთებენ. მაკა მეუღლისგან ე.წ. მამაკაცის საქმეებსაც სწავლობს - იქნება ეს ვენახის გასხვლა, მულჩირება თუ სოფლის მეურნეობის სხვა საქმიანობები.

– ახალი გამოწვევა მაქვს, რომელთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მიწასთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი. ძალიან მაბედნიერებს და ბევრი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით. ჩემს თავს ვუსურვებ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ჩემს გეგმებს და შევძლო იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ჩემს გონებაში, - ამბობდა მაკა ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისათვის, მაკა ძაგანია ორი შვილის დედაა. მას ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ვაჟი - გიგა ცერცვაძესთან.

ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის... როცა სტრესული ურთიერთობა გაქვს, ძნელია შემდეგ იგივე ნაბიჯის გადადგმა... ჩემზე 8 წლით უმცროსია და ძალიან უარზე ვიყავი - მაკა ძაგანია