5 და 6 სექტემბერს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე, Yoga Festival 2026 გაიმართება - მშობლები

5 და 6 სექტემბერს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე, Yoga Festival 2026 გაიმართება

2026-08-25 10:00:06+04:00

5 და 6 სექტემბერს, ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე Yoga Festival 2026 გაიმართება - ორდღიანი ფესტივალი, სადაც იოგა, მოძრაობა, მუსიკა, შემოქმედებითი აქტივობები და ფხიზელი გართობა მთელი ოჯახისთვის ერთ სივრცეში გაერთიანდება.

Yoga Festival-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წელსაც ბავშვებისა და ოჯახებისთვის შექმნილი სივრცე იქნება. ორგანიზატორების თქმით, წინა ფესტივალზე ბავშვების კუთხე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საყვარელი სივრცე აღმოჩნდა - პატარები საათობით ერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობაში, მშობლებს კი ამ დროს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად დასწრებოდნენ მათთვის საინტერესო პრაქტიკებსა და ვორქშოფებს.

წლევანდელ საბავშვო პროგრამაში იქნება ბავშვების იოგა, ბავშვების და მშობლების ერთობლივი პრაქტიკა - ნეიროგრფიკა, კარატე, ჰერბარიუმების დამზადება, „შემოქმედებითობანა“, თამაშები და სხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები. იდეა ისაა, რომ ბავშვებისთვის ფესტივალზე ყოფნა მხოლოდ მშობლების თანხლება კი არა, დამოუკიდებელი აღმოჩენებით სავსე გამოცდილება გახდეს.

ამ დროს მშობლებს შეუძლიათ თავადაც გამოსცადონ ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა - სხვადასხვა ტიპის იოგა და მედიტაცია, სუნთქვითი და სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები, აკროიოგა, ნეირო იოგა, ხელებზე და თავზე დგომის ვორქშოფები, შპაკატი, მოძრაობითი სესიები, ბგერითი თერაპია და სხვა აქტივობები.

ფესტივალზე ასევე დაგეგმილია ჰენათი ხატვა, მანდალა თერაპია, ბამბუკის სანათების დამზადება, სამკურნალო მცენარეების გაცნობა და სხვა შემოქმედებითი სივრცეები, რომელთა ნაწილში ოჯახებს ერთადაც შეეძლებათ მონაწილეობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს არჩევანის გაკეთება არ უწევდეს - ან ბავშვთან ერთად გაატაროს დღე, ან თვითონ მიიღოს ფესტივალის გამოცდილება. გვინდა, ორივეს ჰქონდეს საკუთარი საინტერესო პროგრამა: ბავშვები აღმოჩენებში, თამაშსა და შემოქმედებაში იყვნენ, მშობლებს კი ამ დროს ჰქონდეთ თავისუფლება, იოგა სცადონ, მედიტაციაზე წავიდნენ, იცეკვონ ან უბრალოდ ცოტა ხნით დაისვენონ“, - ამბობეს ფესტივალის ორგანიზატორი, სოფო ბუაძე.

Yoga Festival-ის იდეა ზოგადადაც ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც კარგად გატარებული დრო ალკოჰოლსა და სხვა ნივთიერებებს არ უკავშირდება. საღამოს პროგრამაში იქნება მუსიკა, ცეკვა და Sober Rave - ფხიზელი წვეულება, სადაც მშობლებსა და სხვა სტუმრებს შეუძლიათ თავისუფლად გაერთონ სრულიად განსხვავებულ გარემოში.

ფესტივალი არც მხოლოდ გამოცდილი იოგებისთვისაა. არ არის აუცილებელი იყო მოქნილი, სპორტული ან მანამდე ერთხელ მაინც გქონდეს იოგა ნაცადი. შეგიძლია მთელი ოჯახით მოხვიდე, ბავშვი მისთვის საინტერესო აქტივობაში ჩართო და ამავე დროს თავადაც აღმოაჩინო რაღაც ახალი.

ტერიტორიაზე იქნება ჯანსაღი საკვები, დასასვენებელი სივრცეები, თამაშები, მუსიკა და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა.

Yoga Festival 2026 - 5 და 6 სექტემბერს, Zion Garden-ში.

სრული პროგრამა და ინფორმაცია: yogafest.ge

ბილეთები: biletebi.ge

R