რატომ დარჩა წელს მეტი აბიტურიენტი უნივერსიტეტებს მიღმა ვიდრე შარშან - რამდენით შემცირდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა წილი და რამდენით გაიზარდა კერძო სასწავლებლებში - მშობლები

რატომ დარჩა წელს მეტი აბიტურიენტი უნივერსიტეტებს მიღმა ვიდრე შარშან - რამდენით შემცირდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა წილი და რამდენით გაიზარდა კერძო სასწავლებლებში

2026-08-25 11:57:18+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წლევანდელი და გასული წლის მონაცემების შედარებისას მნიშვნელოვანი განსხვავება ჩანს: წელს გამოცდებზე უფრო მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა ბაკალავრიატზე უფრო ნაკლები ჩაირიცხა.

2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, საბოლოოდ კი სტუდენტი 31 704 აბიტურიენტი გახდა. 2026 წელს რეგისტრირებულთა რაოდენობამ 43 000-ს გადააჭარბა, ხოლო საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ანუ2025 წელს რეგისტრირებულთა დაახლოებით 81% ჩაირიცხა, ხოლო წელს 69%.

რამდენი ჩაირიცხა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში წელს

2026 წლის მონაცემებით, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხული 29 481 აბიტურიენტიდან17 862 აბიტურიენტი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა;11 619 აბიტურიენტი — კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შესაბამისად, წლევანდელი ჩარიცხულების დაახლოებით 60,6% სახელმწიფო, ხოლო 39,4% კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის.

2025 წელს, NAEC-ის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 538 აბიტურიენტი ჩაირიცხა, შესაბამისად, სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხულთა რაოდენობა ერთ წელიწადში 3 676-ით, ანუ დაახლოებით 17,1%-ით შემცირდა.

კერძოებში კი2025 — 10 166 აბიტურიენტი, 2026 კი 11 619 აბიტურიენტი ჩაირიცხა.ანუ კერძო უნივერსიტეტებში წელს 1 453-ით მეტი აბიტურიენტი მოხვდა, ზრდა დაახლოებით 14,3%-ია.

რატომ დარჩა წელს უფრო მეტი აბიტურიენტი უნივერსიტეტის გარეთ?

2026 წელს აბიტურიენტთა რაოდენობა გაიზარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილები კი დაახლოებით 20,7%-ით შემცირდა. 2025–2026 სასწავლო წელს სახელმწიფო უმაღლესებში 27 204 ადგილი იყო გამოცხადებული, წელს კი — 21 574, ანუ 5 630-ით ნაკლები. ამასთან, კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა პირიქით, გაიზარდა — 10 166-დან 11 619-მდე. შესაბამისად, წლევანდელი ვერჩარიცხულების დიდი რაოდენობა მხოლოდ გამოცდებზე „ჩაჭრით“ ვერ აიხსნება: გავლენა შეიძლება ჰქონოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების შემცირებას, მოთხოვნად და ნაკლებად მოთხოვნად პროგრამებს შორის კვოტების გადანაწილებას, კონკურსის ზრდასა და კერძო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების შეცვლილ პირობებსაც.

ეროვნულებზე ჩაჭრის მაჩვენებელი ზოგ საგანში გაორმაგებულია, ერთ საგანში კი 5 წელია, მაქსიმალური ქულა არ დაწერილა - როგორ შეიცვალა აბიტურიენტების ცოდნის დონე ბოლო 3 წელიწადში