"მე მას ტკივილს ვაყენებდი... პოპულარობა დამატყდა თავს და ბევრი ლამაზი ქალი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში... მე დავანგრიე ეს ქორწინება..." - სოსო პავლიაშვილი პირველ ცოლზე - მშობლები

"მე მას ტკივილს ვაყენებდი... პოპულარობა დამატყდა თავს და ბევრი ლამაზი ქალი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში... მე დავანგრიე ეს ქორწინება..." - სოსო პავლიაშვილი პირველ ცოლზე

2026-08-26 14:07:27+04:00

რუსული ესტრადის ვარსკვლავი სოსო პავლიაშვილი, რომელსაც ადრეც უსაუბრია პირველ ქორწინებაზე და ქორწინების დანგრევის მიზეზებზე, ამჯერად იხსენებს იმ ეტაპს, როცა მათ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, მისი პირველი ცოლი ნინო უჩანეიშვილი იყო, რომელსაც სტუდენტობის წლებში შეხვდა. მათ ქორწინებაში ვაჟი, ლევანი დაიბადა, რომელიც ბოლო წლებია რუსეთში ცხოვრობს მამასთან და განათლებაც იქ მიიღო.

"მაშინ 22-23 წლის ვიყავი. ყველაფერი შესანიშნავად იყო, ლევანი შეგვეძინა. მაგრამ შემდეგ დაიწყო გასტროლებით სავსე ცხოვრება. 1989 წლის შემდეგ ძალიან დიდი პოპულარობა დამატყდა თავს. არც სიამაყე გამჩენია, არც ამპარტავნება ან რაღაც ამგვარი, ღმერთმა დამიფაროს, და არანაირი „ვარსკვლავური სენიც“ არ მქონია... უბრალოდ, უსაზღვროდ ლამაზი ქალების უზარმაზარმა რაოდენობამ, ნუ... თავისი ქნა, რა თქმა უნდა... და ჩემმა წარმოუდგენელმა ტემპერამენტმაც... რა თქმა უნდა, მე... ტკივილს ვაყენებდი მას. ტკივილს ვაყენებდი და... ვაღიარებ, რომ მე დავანგრიე ის ქორწინება".

3026082591-1787739499.jpg
ნინო უჩანეიშვილი ვაჟთან ერთად

"ყოველდღე მადლიერი ვარ ნინოსი და ყოველდღე შემიძლია ვუთხრა: „მაპატიე“, - აღნიშნა მომღერალმა კიდევ ერთ ინტერვიუში.

3026086092-1787739499.jpg
პავლიაშვილის ყოფილი და ახლანდელი მეუღლეები

  • რამდენიმე გახმაურებული რომანის შემდეგ, სოსო პავლიაშვილი თავის ახლანდელ მეუღლეს - მოცეკვავე ირინა პატლახს შეხვდა, რომელიც მასზე ბევრად პატარაა. მათი ქორწინება შედგა, ორი ქალიშვილიც შეეძინათ და წლებია, ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. მათთან არის ძირითადად სოსოს უფროსი ვაჟი ლევანი და ირინას კარგი ურთიერთობა აქვს სოსოს ქართველ ნათესავებთან და მის ყოფილ ცოლთანაც კი.
c8e3867e3697cd45701a149add1c9a5d-cropped-666x964-1787739499.jpgimages-1-1787739500.jfif
ნინოს ყოველდღე შემიძლია ვუთხრა: მაპატიე... არ გათხოვილა, მოსკოვში რომ ჩამოდის, ჩვენთან რჩება... - სოსო პავლიაშვილი პირველ მეუღლეზე
ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, მაგრამ გული მიცემს რუსეთში - სოსო პავლიაშვილის ახალ ინტერვიუს და მორიგ განცხადებებს რუსეთზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა
სოსო პავლიაშვილი თავისი საოცნებო სასახლის ეზოდან ვიდეოს აქვეყნებს - ამ სახლისთვის 30 წელი ვაგროვებდი ფულს...