ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა“.
შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ამ წუთებში კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო.ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ.