სასკოლო ჩანთის უახლესი ტენდენციები - 2026 წლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელები - მშობლები

სასკოლო ჩანთის უახლესი ტენდენციები - 2026 წლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელები

2026-08-26 15:41:46+04:00

ახალი სასწავლო წელი ძალიან მალე დაიწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა მოვემზადოთ, შევარჩიოთ ახალი რვეულები, საკანცელარიო ნივთები და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი - სასკოლო ჩანთა.

2026 წელს, მრავალფეროვანი და საინტერესო ტრენდები გამოიკვეთა, სადაც აქცენტი კეთდება შედარებით სადა, მინიმალისტურ და სასიამოვნო ფერებზე, უცხო ფორმებზე და კომფორტულ ფუნქციონალზე.

მოდით, მიმოვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც 2026 წლის სასკოლო მოდას განსაზღვრავს.

მინიმალისტური დიზაინი და ნაზი ტონები

milan1-1787744357.jpg

ამ ტრენდის შესანიშნავი მაგალითია MILAN-ის 430 Since სერიის ჩანთები. მათ აქვთ მარტივი ფორმები და პასტელური ფერები (როგორიცაა ნაზი ვარდისფერი, ღია მწვანე, რძისფერი).

milan2-1787744369.jpg

ჩანთის roll-top (გადასაკეცი ზედა ნაწილით) დიზაინი საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარეგულიროთ ჩანთის მოცულობა საჭიროების მიხედვით. ორმაგი ზედა სახელური კი მას განსაკუთრებულ პრაქტიკულობას სძენს, რადგან ზურგჩანთასთან ერთად შეგიძლიათ ის ჩვეულებრივი ჩანთასავით, ხელითაც მოხერხებულად ატაროთ.

milan3-1787744381.jpg

ასეთი განსხვავებული სტილის ზურგჩანთები - მრავალგანყოფილებიანი და ნოუთბუქის ჩასადები მოდელები, რეკომენდებულია მე-5 კლასიდან ზემოთ, მათ შორის უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვისაც. იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს ელეგანტურობას და თავშეკავებულ სტილს. გადასაკეცი ჩანთების ტარება კომფორტულია და უხდება ნებისმიერ სასკოლო ფორმას.

milan4-1787744389.jpg

სკოლაში ბევრი საგნის ტარებაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩანთა იყოს ტევადი და ჰქონდეს სხვადასხვა განყოფილება. PONTO-ს 2 და 3-განყოფილებიანი მოდელები ამ მხრივ გამორჩეულია. ისინი საშუალებას გაძლევთ მოხერხებულად გადაანაწილოთ წიგნები, რვეულები, ნოუთბუქი თუ სხვა აუცილებელი ნივთები.

chanta-1787744403.jpg

ასეთი ტევადი ჩანთა ნამდვილი აღმოჩენაა ორგანიზებულობის მოყვარული მოზარდებისთვის. ახალგაზრდებს უყვართ გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალურობა, ამიტომ Ponto-ს 2026 წლის კოლექციაში ბევრ ფერად და საინტერესო პრინტიან ჩანთას შეხვდებით. ნათელი ფერები და გეომეტრიული ფიგურები ნამდვილად მიიპყრობს ყურადღებას.

chanta2-1787744416.jpg

ფერების გრადაცია

2026 წლის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტრენდული მიმართულება ფერების რბილი გრადაცია, იგივე ომბრეს ეფექტია. ნაზი ვარდისფერი, მზისფერი ყვითელი და ცისფერი ტონები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის განსაკუთრებულ, პასტელურ განწყობას.

chanta4-1787744433.jpg

ფერების ეს სირბილე ჩანთას არა მხოლოდ ვიზუალურად ხდის მიმზიდველსა და თანამედროვეს, არამედ იდეალურად ეხამება იმავე სტილის სასკოლო აქსესუარებს - პენალს, წყლის ბოთლსა თუ რვეულებს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს შექმნას სრულყოფილი, ერთიან სტილში გადაწყვეტილი სასკოლო ნაკრები.

2026 წლის სასკოლო ჩანთების ტრენდები მრავალფეროვანია, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს იპოვოს თავისი გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი მოდელი. იქნება ეს მინიმალისტური, ფუნქციონალური თუ ფერადი ჩანთა, მთავარია, რომ ის იყოს მოსახერხებელი და მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებდეს მისი ტარება.

და რაც მთავარია, ბიბლუსში არის ყველაფერი ყველასათვის, რაც სკოლისთვის გჭირდებათ! ესტუმრეთ ბიბლუსის ფილიალებს ან ვებგვერდს www.biblusi.ge, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჩანთა და სხვა სასკოლო ნივთები და მოემზადეთ წარმატებული სასწავლო წლისთვის!

R