"ბებიაჩემი ბავშვობაში გააჩუქეს... შერეული სისხლის მატარებელი ვარ" - გურამ ბაღდოშვილი ოჯახურ ისტორიაზე საუბრისას ატირდა - მშობლები

"ბებიაჩემი ბავშვობაში გააჩუქეს... შერეული სისხლის მატარებელი ვარ" - გურამ ბაღდოშვილი ოჯახურ ისტორიაზე საუბრისას ატირდა

2026-08-28 12:11:01+04:00

ცნობილი შეფი გურამ ბაღდოშვილი გვანცა დარასელიას პოდკასტის სტუმარი იყო. საუბრისას მან ოჯახის ისტორიაზე, საკუთარ წარმომავლობასა და იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებმაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს.

ბაღდოშვილის თქმით, მამის მხრიდან მისი ოჯახის ფესვები მესხეთსა და გურიას უკავშირდება, თავად კი სხვადასხვა წარმომავლობის წინაპრები ჰყავს — მამა ქართველი იყო, დედა კი ნახევრად გერმანელი და ნახევრად ბენდერი.

„მამაჩემი ქართველი იყო, დედაჩემი ნახევრად გერმანელი, ნახევრად ბენდერი. ამიტომ აქედან გამომივიდა ეს აჯაფსანდალი, ასეთი შერეული სისხლის მატარებელი ვარ“, — ამბობს შეფი.

გვანცა დარასელიამ სტუმარს ჰკითხა, მშობლებზე ფიქრისას რა მოგონება ახსენდებოდა ყველაზე ხშირად დედასა და მამასთან დაკავშირებით. პასუხისას გურამ ბაღდოშვილმა ოჯახის წარსულზე დაიწყო საუბარი და განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა ბებია — ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა.

ბებიაზე საუბრისას შეფმა ემოციები ვეღარ შეიკავა და ატირდა.

გურამ ბაღდოშვილი:

„ისტორიულად, ჩემი მამის ფესვი იბადება მესხეთში. მამაჩემის დედის ფესვები იბადება გურიაში. ბებიაჩემი ძალზე მცირე ასაკში... მამაო იყო მისი მამა და მაშინ მამაოებს არ ჰქონდათ ეს ლაქშერი ცხოვრების საშუალება და ამიტომ შვილი გააჩუქეს. ბებიაჩემი აჩუქეს ფრანგ მეცენატს, რომელიც ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში იყო მოძღვარი, კათოლიკე მოძღვარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემის მამა იყო დიდებული მამაო გურიაში, არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის მიეცა განათლება და მიეცა ის ცხოვრება, რომ ყოფილიყო განსაკუთრებულად დახვეწილი ქალბატონი — ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა.

ასე მთხოვდა, რომ მის საფლავის ქვაზე დამეწერა და დღემდე მოვიხსენიებ — ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა. ასე უყვარდა. ასეთი არისტოკრატი ქალი... იყო ულამაზესი. არასდროს მინახავს მის ფრჩხილზე ატეხილი ლაქი, აწეწილი თმა. ნაწნავი ჰქონდა კოჭებამდე და დღეში სამჯერ ამოიღებდა თავის ბიბლიას, ლოცულობდა, თან ამ თმას ივარცხნიდა. მოკლედ, ეს იყო მისი ყოველდღიური რიტუალი“.

ამის შემდეგ გურამ ბაღდოშვილს ცრემლები წამოუვიდა და გაიხსენა პერიოდი, როდესაც საქართველოდან მოსკოვში წავიდა და ბებიის გარდაცვალების ამბავი დაგვიანებით შეიტყო:

"მე მომიწია პირველი მიგრაცია მოსკოვში, ოთხმოციანების დასაწყისი იყო და მისი სიკვდილი ისე მოვიდა, რომ მე ვერ გავიგე... რომ დაიკრძალა, მერე გავიგე. თან ბოლომდე, სანამ წავიდოდი, მამაჩემის სიკვდილის მერე, ალბათ, მეტი ოთხი წელი მასთან ერთად ვცხოვრობდი...“

„გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან