29 აგვისტოს უმძიმესი ავარია მოხდა კავკაზის ფედერალურ გზატკეცილზე, სოფელ ინოზემცევოსთან. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო-მოსკოვის მარშრუტით მოძრავი Setra-ს ავტობუსი წინ მიმავალ KamAZ-ის სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში აღმოჩნდა.ყველა დაშავებული პიატიგორსკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, ავტობუსში თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქე იყო.
"გამოძიება სტავროპოლის მხარის პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა", - წერს "ტასი" სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით.
გარდაცვლილთა შორისაა 45 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც მოსკოვში მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიდიოდა. განაგრძეთ კითხვა