ვის ეკუთვნის ცნობილი შენობა ნეპალის კადრებიდან, რომელმაც ნამდვილ წარღვნას გაუძლო - რა დასახელდა გამძლეობის მთავარ მიზეზად - მშობლები

ვის ეკუთვნის ცნობილი შენობა ნეპალის კადრებიდან, რომელმაც ნამდვილ წარღვნას გაუძლო - რა დასახელდა გამძლეობის მთავარ მიზეზად

2026-08-31 21:33:31+04:00

ნეპალში მომხდარი კატასტროფის ერთ-ერთ სიმბოლოდ მწვანედ შეღებილი სახლი იქცა, რომელმაც ნამდვილ წარღვნას გაუძლო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მიაქვს უზარმაზარ ნიაღვარს წაღებული შენობები, ხეები და ხიდები, აბობოქრებული ტალახის მორევში კი ამ სახლის ზედა სართულის აივანზე რამდენიმე ადამიანი დგას და სასწაულის მოლოდინშია.

რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ სახლიც გადარჩა და მასში მყოფი ადამიანებიც.

კადრებმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ შენობას სოციალურ ქსელებში „Miracle House“ — „სასწაულის სახლი“ შეარქვეს.

ვის ეკუთვნის ცნობილი მწვანე სახლი

სახლის მცხოვრებლები უკვე იდენტიფიცირებული არიან. ეს 45 წლის პრაკაშ პანდეი პიაკურელის ოჯახია. მისი მეუღლეა42 წლის ლაქსმი პანდეი პიაკურელი . წყვილს ორი შვილი ჰყავს — 11 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი. ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ პრაკაშის ასააკოვანი მშობლებიც.

ოჯახის ისტორია ბრიტანულმა The Telegraph-მა ლაქსმის მონათხრობის საფუძველზე აღადგინა.

სახლისნუვაკოტის რაიონის ტრიშულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ნუვაკოტში იმ დილით წყალდიდობამ ტრიშულის გარდა კიდევ რამდენიმე დასახლება გაანადგურა.

ვინ იყო სახლში

კადრებში აივანზე მყოფი ადამიანების შესახებ თავიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ოჯახის მონათხრობით,იმ დილით ლაქსმი და პრაკაში სახლთან რამდენიმე მეტრში მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში იყვნენ, როდესაც გარეთ ყვირილი გაიგეს — ხალხი ამბობდა, რომ მდინარე ადიდდა.

მათი 7 წლის ვაჟი დაახლოებით 15 წუთით ადრე სკოლაში იყო წასული. 11 წლის გოგონა კი ბებიასთან ერთად სახლიდან გასვლას აპირებდა.

სიტუაცია იმდენად სწრაფად შეიცვალა, რომ გაქცევა უკვე სახიფათო გახდა. ლაქსმიმ და პრაკაშმა გოგონა და ბებია სახლში შეაბრუნეს. სახლში იმყოფებოდა 69 წლის ბაბუაც. ამ დროს შენობას თავი კიდევ ერთმა ადგილობრივმა შეაფარა.

ამგვარად, წყალდიდობის დროს სახლში ექვსი ადამიანი აღმოჩნდა.

„ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთები იყო“

ლაქსმის თქმით, თავდაპირველად ქვების მტვრევის ხმა გაიგონა, შემდეგ — ადამიანების ყვირილი.

წყალი წარმოუდგენლად სწრაფად მატულობდა. ოჯახის მონათხრობის მიხედვით, წყალი მესამე სართულამდეც ავიდა, რის შემდეგაც ისინი მეოთხე სართულისკენ ავიდნენ და იქიდან ითხოვდნენ დახმარებას.

ოჯახი თითქმის ორი საათის განმავლობაში ელოდა შველას.

ლაქსმი იხსენებს, რომ წყალი სახლს სხვადასხვა მხრიდან ურტყამდა და შენობა ისე ძლიერ ირყეოდა, რომ ყოველ დარტყმაზე ეგონათ, შემდეგი ტალღა სახლსაც წაიღებდა.

მან The Telegraph-ს უთხრა, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედეს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი აღსასრული დგებოდა. ოჯახის წევრებს უთხრა, თუ სიკვდილი გარდაუვალი იყო, ერთად შეხვდებოდნენ მას.

მათი მთავარი საფიქრალი 7 წლის პრაიანი იყო — არ იცოდნენ, რა დაემართა სკოლაში წასულ ბავშვს.

ბიჭი უსაფრთხო ადგილას მდებარე სკოლაში აღმოჩნდა და გადარჩა.

როგორ გამოიყვანეს ოჯახი სახლიდან

როდესაც დაახლოებით ორი საათის შემდეგ წყლის დონემ კლება დაიწყო, ადგილობრივებმა გადარჩენილებამდე მისვლა შეძლეს.

მეზობლებმა კიბეები და თოკები გამოიყენეს და სახლში დარჩენილი ექვსივე ადამიანი გამოიყვანეს.

ოჯახის ყველა წევრი გადარჩა.ლაქსმის თქმით, მათ ადრეც გამოუცდიათ ძლიერი მიწისძვრები, მაგრამ წყლის დარტყმებისას რყევა უფრო საშინელი აღმოჩნდა.

როგორ გაუძლო სახლმა ასეთ დარტყმას?

ამასთან დაკავშირებით უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება.სოციალურ ქსელებში გავრცელდა საკმაოდ დეტალური სქემებიც, თითქოს უკვე ზუსტად იყო ცნობილი სახლის კონსტრუქციის ტექნიკური მონაცემები. სინამდვილეში ასეთი დეტალები ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

თუმცა კადრებიდან ერთი რამ საკმაოდ მკაფიოდ ჩანს — შენობის ძირითადი მზიდი სისტემა რკინაბეტონის კარკასია — რკინაბეტონის სვეტებითა და კოჭებით. საერთაშორისო მედიაც მას რკინაბეტონის შენობად მოიხსენიებს.

იხილეთ სრულად