ტესტოსტერონი მამაკაცის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია. ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ სქესობრივ ფუნქციასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არამედ კუნთოვან მასაზე, ენერგიაზე, განწყობასა და ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზეც.
ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის დონე თანდათან მცირდება და ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია. თუმცა ცხოვრების წესს მნიშვნელობა აქვს — ფიზიკური აქტივობა, კვება, ძილი, სხეულის წონა და მავნე ჩვევები ჰორმონულ ჯანმრთელობაზეც აისახება.
ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, რა როლი აქვს ტესტოსტერონს მამაკაცის ორგანიზმში და რა ყოველდღიური ჩვევები ეხმარება მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას:
„ტესტოსტერონი მამაკაცის მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც ზრდის ლიბიდოს, აუმჯობესებს ერექციას, უზრუნველყოფს ზრდას სახეზე და ტანზე, აძლევს ენერგიულობას, განწყობას და მონაწილეობს სპერმატოზოიდების წარმოქმნაში.
ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს და ეს ფიზიოლოგიურია, თუმცა გარკვეული წესების დაცვით თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და გაზარდოთ ტესტოსტერონის დონე.
მე ჩამოგითვლით შვიდ ძირითად აქტივობას, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენ შეძლებთ ტესტოსტერონის დონის შენარჩუნებას და ზრდას:
ამასთან, თუ მამაკაცს აქვს ლიბიდოს მკვეთრი დაქვეითება, ერექციის პრობლემა, მუდმივი დაღლილობა ან სხვა სიმპტომები, მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლაზე დაყრდნობა არ ღირს — საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმონული კვლევების ჩატარება.