კაცი, რომელმაც 60 წლის ქალი სასტიკად მოკლა, მისი მეზობელი აღმოჩნდა - "მე­ზობ­ლებ­თან უთ­ქვამს 5 ათას ლა­რამ­დე მაქვს შეგ­რო­ვი­ლიო..." - მშობლები

კაცი, რომელმაც 63 წლის ქალი სასტიკად მოკლა, მისი მეზობელი აღმოჩნდა - "მე­ზობ­ლებ­თან უთ­ქვამს 5 ათას ლა­რამ­დე მაქვს შეგ­რო­ვი­ლიო..."

2026-09-01 12:02:44+04:00

სამართალდამცველებმა 63 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი მისი მეზობელია.

დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

"გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

რამდენიმე დღის წინ მოკლული ქალის ოჯახის ახლობელმა გამოცემა "ბათუმელებთან" ისაუბრა:

"მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო. 28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალოპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია.სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია "გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან არ მაქვს ფულიო". სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში.დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – "ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო". მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე მარგოს..."