"როგორ მალე გადის დრო... გილოცავთ სწავლის დაწყებას!" - ცნობილები საპირველსექტემბრო ფოტოებს აქვეყნებენ - მშობლები

"როგორ მალე გადის დრო... გილოცავთ სწავლის დაწყებას!" - ცნობილები საპირველსექტემბრო ფოტოებს აქვეყნებენ

2026-09-01 13:31:11+04:00

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, ზოგიერთ კერძო სკოლაში სწავლა უკვე დაიწყო. ცნობილი სახეები საპირველსექტემბრო ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებენ.

თამუნა ვაშალომიძის ქალიშვილი სოფია უკვე მესამე კლასში გადავიდა. თამუნა ვიდეოს აქვეყნებს და ულოცავს ყველას სწავლის დაწყებას.

792252902-18610959112021493-1253335397771454635-n-1788257120..jpg

ასევე სწავლის პირველი დღის ფოტო გამოაქვეყნეს ცნობილმა ბავშვმა ბლოგერმა ემილიამ და მისმა დაიკომ.

791755482-18556889839075540-7457568923155841723-n-1788257119.jpg

ყოფილი "მის საქართველოს" დეა არაყიშვილის ქალიშვილსაც დაეწყო სწავლა:

"გუშინ თითქოს ხელი მაგრად ეჭირა ჩემს ხელზე, დღეს კი უკვე მეორე კლასისკენ მიდის… ალბათ დედობა სწორედ ეს არის — მთელი გულით ასწავლო წინ წასვლა და ჩუმად გენატრებოდეს ყოველი ეტაპი, რომელსაც უკან ტოვებთ." - წერს დეა.

dea-1788257240.jpg

dea2-1788257320.jpg

dea6-1788257470.jpg

პირველად შედის სკოლაში მოდელ ანა შელიას ქალიშვილი და ლიკა კვარაცხელიას შვილიშვილი.

სწავლის პირველი დღის ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებს ქეთა თოფურია, რომლის შვილები რუსეთში კერძო სკოლაში სწავლობენ.

ოლივიამ მხიარული ვიდეოც ჩაწერა, თუ როგორ "უხარია" სწავლა.

ket-1788257869.pngპრესქულში შევიდა თინათინ წულაძის ვაჟი, რომელიც მომავალ წელს პირველკლასელი იქნება.

791354848-18339966208280178-1343973665301100924-n-1788257119..jpg

როგორც იქნა! - არდადეგები დამთავრდა და ბავშვები სკოლა-ბაღში მიდიან. სახალისო ფოტოსესია