საბავშვო კარუსელის“ სექტემბრის ნომერი უკვე გაყიდვაშია
„საბავშვო კარუსელის“ სექტემბრის ნომერი უკვე ხელმისაწვდომია. ჟურნალთან ერთად ახალი გამოცემის „კომბლეს“ - შეძენას სპეციალურ ფასად, მხოლოდ 9.90 ლარად შეძლებთ.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი პატარა მკითხველებს საოცარ თავგადასავალში ამოგზაურებს და ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟებს გააცნობს, რომლებიც არაერთი თაობისთვის ნაცნობი და საყვარელია.
შეაგროვეთ სერიის წიგნები, შექმენით საკუთარი ფერადი კოლექცია და ბავშვებთან ერთად აღმოაჩინეთ ქართული ზღაპრების ჯადოსნური სამყარო.
„საბავშვო კარუსელის“ სექტემბრის ნომრისა და „კომბლეს“ შესაძენად ეწვიეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებს.
R