რას იყიდი „ბიბლუსში“ სასკოლოდ 50 ლარად? - მშობლები

რას იყიდი „ბიბლუსში“ სასკოლოდ 50 ლარად?

2026-09-02 13:02:09+04:00

სასკოლო სამზადისი ყოველთვის ერთ დიდ კითხვამდე მიდის - რამდენი დაგვიჯდება ყველაფერი, რაც ბავშვს ახალი სასწავლო წლისთვის სჭირდება? ბიუჯეტი შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ 50 ლარად შესაძლებელია ყველა საჭირო ნივთის შეძენა, თუ იცით, სად უნდა ეძებოთ ის.

„ბიბლუსი“ ის ადგილია, სადაც სასკოლო ასორტიმენტი სხვადასხვა ბიუჯეტზე არის გათვლილი. სასკოლო სამზადისისთვის საჭირო ნივთების მოსაძებნად რამდენიმე მაღაზიაში მისვლა არ არის აუცილებელი. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი რვეულები, კალმები, ფანქრები, მარკერები, საშლელები, სახაზავები, სახატავი მასალები, პენლები, ჩანთები და სხვა სასკოლო აქსესუარები. 27 ნივთის შეძენას კი სულ რაღაც 50 ლარად შეძლებთ.

როდესაც საჭირო ნივთების არჩევა და შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი, სასკოლო სამზადისიც გაცილებით მარტივი ხდება. მშობელს შეუძლია წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე, ერთიანად მოამზადოს ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის. მიეცით მას თავისუფლება თავად შეარჩიოს საყვარელი ფერის ან დიზაინის რვეული, ფანქრები, პენალი თუ სხვა ნივთები. მცირე არჩევანის გაკეთება ბავშვის ახალი ეტაპის მიმართ დადებით განწყობას აძლიერებს.

და რაც მთავარია, „ბიბლუსში“ არის ყველაფერი ყველასათვის, რაც სკოლისთვისაა საჭირო. ესტუმრეთ ფილიალებს ან ვებგვერდს www.biblusi.ge და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სასკოლო ნივთები. ჩვენ კი გაგიზიარეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებსაც სასკოლოდ 50-ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:

  • PONTO-ს ზურგჩანთა
  • PONTO-ის ნაჭრის პენალი
  • გელის კალამი 2 ც
  • საშლელიანი კალამი
  • HB უბრალო ფანქარი 2ც
  • ფლომასტერი 6 ფერიანი
  • სათლელი
  • საშლელი გრაფიტის ფანქრისთვის 2ც
  • სახატავი რვეული
  • ფერადი ფანქარი 12 ფერიანი
  • მაკრატელი
  • მშრალი წებო 2ც
  • რვეული 40 ფურცლიანი მათემატიკა 5ც
  • რვეული 40 ფურცლიანი ქართული 5ც
  • წიგნის წებოვანი არაკალი

მოემზადეთ სკოლისთვის, სად, თუ არა ბიბლუსში?! თვალი ადევნეთ ბიბლუსის სოციალურ ქსელებს, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებები, გათამაშებები და საჩუქრები დაგხვდებათ. „ბიბლუსის“ სასკოლო შეთავაზებების უფრო დეტალურად გასაცნობად მიჰყევით ბმულს.

R