საქართველოში კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში გადასახადის საშუალო ღირებულება 821 ლარია. ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან ვგებულობთ.
უფრო კონკრეტულად, ბაღის ფასები აღნიშნული პორტალის მიხედვით, თვეში 500 ლარიდან იწყება და 1 250 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება სკოლას, წლიური საშუალო გადასახადი საქართველოში 16 693 ლარს შეადგენს. ზოგადად კი, საშუალო განათლების მისაღებად ფასები 5 000-დან 42 772 ლარამდე იზრდება. რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, Numbeo-ს მიხედვით, მონაცემები ასეთია:
ბაღი - 469 მანათი, რაც ეროვნული ვალუტის მიხედვით საშუალოდ 720 ლარს შეადგენს. სკოლამდელი დაწესებულების ღირებულება აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყანაში საშუალოდ 383 ლარიდან იწყება და 1 381 ლარამდე მერყეობს.
სკოლა - 11 416 მანათი, რაც საშუალოდ 17 526 ლარია. სკოლის გადასახადი წლიურად აზერბაიჯანში 12 282 ლარიდან იწყება და 30 705 ლარს აღწევს. განაგრძეთ კითხვა