რამდენი ლარი სჭირდება ერთ ადამიანს  საქართველოში ყოველთვიურად არსებობისთვის — საკვები, კომუნალური, ტრანსპორტი და სხვა ხარჯები - მშობლები

რამდენი ლარი სჭირდება ერთ ადამიანს  საქართველოში ყოველთვიურად არსებობისთვის — საკვები, კომუნალური, ტრანსპორტი და სხვა ხარჯები

2026-09-03 11:08:25+04:00

რამდენი ფულია საჭირო საქართველოში ერთი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, თუ ბინის ქირის გადახდა არ უწევს? საერთაშორისო მონაცემთა ბაზა Numbeo საქართველოში პროდუქტების, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სხვა ყოველდღიური საჭიროებების საშუალო ფასებს აქვეყნებს. მონაცემები 2026 წლის აგვისტოში განახლდა.

ამ მონაცემებით შესაძლებელია დაახლოებით დავთვალოთ, რამდენი შეიძლება დახარჯოს თვეში ერთმა ადამიანმა, რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი აქვს და ქირას არ იხდის.

გასათვალისწინებელია, რომ Numbeo-ს მონაცემები საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა არ არის. ბაზა სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს აერთიანებს, ამიტომ ქვემოთ მოცემული თანხები საშუალო, საორიენტაციო მაჩვენებლებია და კონკრეტული ადამიანის რეალური ხარჯები ცხოვრების წესის მიხედვით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

საკვები — დაახლოებით 550 ლარი

Numbeo-ს ცალკე აქვს დათვლილი საკვებისთვის საჭირო მინიმალური თანხა. ე.წ. დასავლური ტიპის კვების რაციონისა და დღეში 2400 კალორიის გათვალისწინებით, საქართველოში ერთი ადამიანის საკვებზე რეკომენდებული მინიმალური ხარჯი დღეში დაახლოებით 17,76 ლარია, რაც 31-დღიან თვეში დაახლოებით 550,45 ლარს შეადგენს.

ამ კალათაში გათვალისწინებულია რძე, პური, ბრინჯი, კვერცხი, ყველი, ქათმისა და საქონლის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

მაგალითად, Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში ერთი ლიტრი რძე საშუალოდ 5,24 ლარი ღირს, 500 გრამი პური — 1,56 ლარი, 12 კვერცხი — 6,62 ლარი, კილოგრამი ქათმის ფილე — 15,26 ლარი, ადგილობრივი ყველი — 20,79 ლარი, ხოლო საქონლის ხორცი — დაახლოებით 27,98 ლარი.

ეს 550 ლარი მხოლოდ სახლში საკვების მომზადებაზე გათვლილი საორიენტაციო მინიმუმია და რესტორანში, კაფეში ან საკვების გამოძახებით კვებას არ მოიცავს.

კომუნალური გადასახადები — დაახლოებით 206 ლარი

Numbeo-ს მიხედვით, 85 კვადრატული მეტრის საცხოვრებლის ძირითადი კომუნალური გადასახადები საშუალოდ 205,55 ლარია თვეში.

ამ თანხაში შედის ელექტროენერგია, გათბობა/გაგრილება, წყალი და ნარჩენების გატანა.

ცხადია, ერთი ადამიანის რეალური ხარჯი შეიძლება ნაკლები იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის უფრო პატარა ბინაში ცხოვრობს. ზამთარში გათბობის გამო გადასახადი შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

ინტერნეტი და მობილური — დაახლოებით 73 ლარი

ულიმიტო სახლის ინტერნეტის საშუალო ღირებულება თვეში 44,59 ლარია, ხოლო მობილური ტელეფონის პაკეტი, რომელშიც ზარები და 10 GB-ზე მეტი მობილური ინტერნეტი შედის — საშუალოდ 28,71 ლარი.

ერთად ეს დაახლოებით 73,30 ლარია.

ტრანსპორტი — დაახლოებით 40 ლარი

თუ ადამიანი ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, Numbeo საქართველოში ერთჯერადი მგზავრობის საშუალო ფასად 1 ლარს, ხოლო თვიური სამგზავრო აბონემენტის საშუალო ღირებულებად 40 ლარს უთითებს.

ავტომობილის შემთხვევაში ხარჯი, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად იზრდება. ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი დაახლოებით 3,17 ლარია და ამას ემატება ავტომობილის მოვლა, დაზღვევა და სხვა ხარჯები.

რამდენი გამოდის ჯამში

თუ ავიღებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრობს, ქირას არ იხდის, სახლში იკვებება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, Numbeo-ს მონაცემებზე დაყრდნობით ასეთი მარტივი ანგარიში შეგვიძლია გავაკეთოთ:

საკვები — 550,45 ლარიკომუნალური გადასახადები — 205,55 ლარიინტერნეტი — 44,59 ლარიმობილური — 28,71 ლარისაზოგადოებრივი ტრანსპორტი — 40 ლარი

ჯამი — დაახლოებით 869 ლარი თვეში.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ადამიანის ცხოვრების ყველა ხარჯი.

  • აქ არ შედის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ექიმთან ვიზიტი, პირადი ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია, სახლისთვის საჭირო ნივთები, გართობა, კაფე და რესტორანი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და დანაზოგი.

მაგალითად, Numbeo-ს მონაცემებით, კინოს ერთი ბილეთი საშუალოდ 15,59 ლარი ღირს, სპორტდარბაზის ერთთვიანი აბონემენტი კი — დაახლოებით 147,58 ლარი. იაფ რესტორანში ერთი ადამიანის ერთი კვება საშუალოდ 26 ლარია.

ამიტომ 869 ლარი უნდა განვიხილოთ არა როგორც კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი თანხა, არამედ როგორც რამდენიმე ძირითადი ხარჯის ჯამი.

რამდენი რჩება საშუალო ხელფასიდან

თუ ზემოთ დათვლილ ძირითად ხარჯებს — დაახლოებით 869 ლარს — გამოვაკლებთ, ადამიანს ხელფასიდან დაახლოებით 643 ლარი დარჩება:

სწორედ ამ თანხიდან უნდა დაფინანსდეს ყველაფერი დანარჩენი — ტანსაცმელი, ჰიგიენა, განათლება, შვილების აღზრდა, ჯანმრთელობა, დასვენება, სტუმრობა, სახლისთვის საჭირო ნივთები, გაუთვალისწინებელი ხარჯები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დანაზოგი.

თუ, მაგალითად, ადამიანი სპორტდარბაზშიც დადის, Numbeo-ს საშუალო ფასით კიდევ დაახლოებით 148 ლარი უნდა გამოვაკლოთ და დარჩენილი თანხა დაახლოებით 495 ლარამდე შემცირდება.

რას გვიჩვენებს ეს ანგარიში

ერთი შეხედვით, საკუთარი საცხოვრებლის მქონე ადამიანისთვის საშუალო ხელფასი ძირითად, საარსებო საჭიროებებს ფარავს. თუმცა სურათი იცვლება, როგორც კი არსებობისთვის საჭირო ხარჯებს სხვა ჩვეულებრივი საჭიროებებიც ემატება.

როგორ განაწილდება თქვენი დაგროვებითი პენსია, რამდენს აიღებთ საპენსიო ასაკის შემდეგ და ვის შეუძლია თანხის ერთდროულად გატანა
ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს და როგორი ტარიფით იხდით ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურს