თამაზა ემიგრანტ დედას საგანგებოდ მისთვის შექმნილი ვარდების თაიგულით დახვდა - ემოციური ვიდეო - მშობლები

თამაზა ემიგრანტ დედას საგანგებოდ მისთვის შექმნილი ვარდების თაიგულით დახვდა - ემოციური ვიდეო

2026-09-03 13:16:10+04:00

ინფლუენსერი და ტელეწამყვანი თამაზ ლოხიშვილი (თამაზა) ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - თუ როგორ დახვდა დედას, თამო ყველაშვილს, რომელიც წლებია, ემიგრაციაშია. მან მისთვის საგანგებოდ შეკრა ფერადი ვარდების თაიგული და ასე შეხვდა აეროპორტში.

როგორც ცნობილია, თამაზას ორი ძმა ჰყავს გარდაცვლილი. ერთი ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა - ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, მეორე კი სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთ-უკრაინის ომში. ტრაგიკულ ამბებზე საუბრისას თამაზა აღნიშნავს, რომ ახლა ბევრად მეტად უფრთხილდება თავს, რადგან ერთი შვილი დარჩა ოჯახში:

"ორი წელი გახდება შემოდგომაზე [მეორე ძმის გარდაცვალებიდან]... დედას გამო ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე ვუფრთხილდებოდი. განა იმიტომ, რომ ჩემი თავი მიყვარს, ისე არ მოხდეს, რომ მეც რაღაც დამემართოს..."

tamaza-da-deda-1671436629-1671442651-1788427669.jpg

mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში თამაზა წლების წინ ასე იხსენებდა ბლოგერობის დაწყების ეტაპს:

- თავდაპირველად, მედიცინის მიმართულებით მინდოდა ჩამებარებინა. თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე. იმდენად პოზიტიური ადამიანი ვარ, რომ ვერ შევძლებდი, რომელიმე პაციენტის ოჯახისთვის მისი გარდაცვალების შესახებ მეთქვა. მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, ამიტომაც ახლა ფსიქოლოგიის მიმართულებით ვსწავლობ.

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიკრიბებით და ვხალისობთ. როდესაც რაიმე სასაცილოს ვყვებოდი, ვიდეოებს იღებდნენ და ჩვენს საერთო ჩათში ყოველთვის ავრცელებდნენ. პანდემიის დროს, როცა ტიკტოკის აპლიკაცია აქტიურად გამოჩნდა, ჩემმა მეგობარმა, გიორგი ხინიკაძემ, ერთ-ერთი ჩემი ვიდეო ტიკტოკზე ატვირთა. მალევე 300 ათასი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ კიდევ ატვირთა რამდენიმე, თუმცა ბევრმა ადამიანმა ნეგატიური კომენტარი დამიწერა. ვინაიდან განსხვავებულად გამოვიყურები, მაქვს გრძელი თმა, ჩემთვის არასასიამოვნო კომენტარებს მიწერდნენ, რამაც ძალიან იმოქმედა. არ ვიყავი ამდენი ნეგატივისთვის მზად და რთული იყო. თუმცა, ქუჩაში ხალხი უკვე მცნობდა და დადებით ემოციებსაც მჩუქნიდნენ. ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ვიდეოები აღარ აეტვირთა. მაგრამ ჩუმად მაინც მიღებდა, მე ტიკტოკი არ მქონდა და ვერ ვნახულობდი. შემდეგ მიხვდნენ ადამიანები, რომ არ ვთამაშობდი, გულწრფელი ემოცია მქონდა, ნელ-ნელა ნეგატიური კომენტარები დადებითად შეიცვალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, საქმის პარალელურად, საკუთარი თავისთვისაც მიმეხედა და ვარჯიში დავიწყე. საუკეთესო ინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი აღმოვაჩინე. ვფიქრობდი, ვარჯიშთან ერთად რაღაცებს შევზღუდავდი, მაგრამ ჩემს საყვარელ საკვებზეც არ ვიტყოდი უარს. რამდენიმე დღის შემდეგ "აკრძალული" პროდუქტი შევჭამე (იცინის). რომ მოვუყევი, რა ვჭამე, კინაღამ გაგიჟდა. ეს პროცესი გადაიღეს და უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა მსგავსი ვიდეოებით ბევრი ადამიანი ხალისობს...

რამდენ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ჩემთან არაფერი შეიცვლება, ისევ ასე მეყვარება ადამიანები და სულ მომინდება, ბევრი ვიშრომო...

მანქანაში ჩაიწვნენ... ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა. კანი მთლიანად დამწვარი ჰქონდა... დედაჩემმა გადაუნერგა... მაგრამ... - თამაზ ლოხიშვილი ოჯახში მომხდარ ტრაგედიებზე
ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა. ჩემი ოჯახი არასდროს მალავდა. პირიქით, გვერდით მედგა - გიორგი ნაზღაიძე ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საუბრობს